1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ტემპერატურა +38 გრადუსამდე აიწევს – როგორი ამინდი გველოდება 7–15 აგვისტოს

ტემპერატურა +38 გრადუსამდე აიწევს – როგორი ამინდი გველოდება 7–15 აგვისტოს

0

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7-15 აგვისტოს საქართველოში უმეტესად ზაფხულისთვის დამახასიათებელი ამინდია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოში დღის საათებში ჰაერის ტემპერატურა უმეტეს რაიონებში +32…+38 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო დასავლეთ საქართველოში +29…+35 გრადუსამდე დათბება. სანაპირო ზოლში შედარებით გრილი ამინდია მოსალოდნელი.

ცალკეულ დღეებში, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში, დასავლეთ და მთიან რეგიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ადგილობრივად შესაძლებელია ქარის გაძლიერებაც.

დედაქალაქ თბილისში 7-15 აგვისტოს უმეტესად უნალექო და ცხელი ამინდია ნავარაუდევი. დღის საათებში ჰაერის ტემპერატურა +35…+37 გრადუსს მიაღწევს.

სინოპტიკოსები მოსახლეობას მაღალი ტემპერატურის გამო სიფრთხილისკენ მოუწოდებენ – განსაკუთრებით შუადღის საათებში, როდესაც მზის სხივები ყველაზე ინტენსიურია. რეკომენდებულია სითხის საკმარისი რაოდენობით მიღება და მზეზე ხანგრძლივი ყოფნისგან თავის არიდება.