მაღალი სიცხის გამო ევროკომისიის შტაბ-ბინაში კონდიცირების სისტემა გადაიტვირთა და გაითიშა. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, თანამშრომლებს ტექსტური შეტყობინებით ამცნეს, რომ ბერლემონის შენობის პირველიდან მე-7 სართულამდე გაგრილება დღის ბოლომდე შეწყდებოდა. ევროკომისიის სათაო ოფისში ჰაერის გაგრილების სისტემა შერჩევითად გამორთეს. ბერლემონის შენობაში მომუშავე პერსონალმა შუადღისას მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინება: “ბერლემონი-სასწრაფო – ექსტრემალური ამინდის პირობების გამო, იძულებულნი ვართ დღის ბოლომდე გამოვრთოთ ჰაერის გაგრილების სისტემა 1-დან მე-7 სართულამდე”. 13-სართულიან შენობაში განთავსებულია კომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის, მისი 26 კომისრისა და დაახლოებით 3,000 თანამშრომლის ოფისები. ფონ დერ ლაიენი მე-13 სართულზე მუშაობს, ხოლო მისი კომისრების ოფისების უმეტესობა მე-8 ან უფრო მაღალ სართულებზეა განლაგებული. მაღალი ტემპერატურის გამო, კომისიამ თანამშრომლებისთვის რეკომენდაციები კვირის დასაწყისში გამოსცა. თუმცა, რჩევებმა გააღიზიანა კომისიის ზოგიერთი თანამშრომელი, რომლებიც კონდიცირების არმქონე სართულებზე მუშაობენ, მათ შორის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების გენერალურ დირექტორატში, რასაც მოწმობს POLITICO-ს მიერ მოპოვებული შიდა მიმოწერები. “ეს ფეოდალიზმს ჰგავს” – განუცხადა POLITICO-ს კომისიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელიც ბერლემონის ქვედა სართულზე მუშაობს. იგი გულისხმობდა იმ ფაქტს, რომ ზედა სართულებზე, სადაც კომისრები არიან, კონდიცირება ჩართულია და ქვედა სართულებზე არა. კომისიის თანამშრომლების განცხადებით, ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება “სირცხვილია”. ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელიც მე-8 სართულზე მუშაობს, POLITICO-სთან განაცხადა, რომ მაშინაც კი, როდესაც კონდიციონერი ჩართულია, ტემპერატურა +25.7 გრადუსს შეადგენდა. სიცხემ კვლავ გაააქტიურა დისკუსია ევროპაში, სახლებსა და ოფისებში კონდიცირების სისტემების ნაკლებობის შესახებ. კონტინენტზე, ოჯახების მხოლოდ ერთ მეხუთედს აქვს კონდიციონერი. ბელგიაში მატარებლების მეხუთედი კონდიცირების გარეშეა, რის გამოც ეროვნულმა სარკინიგზო კომპანიამ პიკის საათებში მრავალი რეისი გააუქმა. ევროპარლამენტიც შეფერხებებს წააწყდა ამ კვირაში – გაგრილების სისტემის მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობის გამო, ელექტროენერგიის მოხმარება მკვეთრად გაიზარდა, რამაც ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.
მაღალი სიცხის გამო ევროკომისიის შტაბ-ბინაში კონდიცირების სისტემა გადაიტვირთა და გაითიშა. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, თანამშრომლებს ტექსტური შეტყობინებით ამცნეს, რომ ბერლემონის შენობის პირველიდან მე-7 სართულამდე გაგრილება დღის ბოლომდე შეწყდებოდა.
გამოცემის ინფორმაციით, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ევროკომისრების ოფისები მე-8 სართულიდან ზემოთ მდებარეობს, სადაც კონდიციონერი კვლავ მუშაობდა. მათ შორის, შტაბ-ბინის მე-13 სართულზე ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის სამუშაო კაბინეტია. ამან კი ქვედა სართულების თანამშრომლებში უკმაყოფილება გამოიწვია.
„შუა საუკუნეების ფეოდალიზმია“, – განუცხადა ერთ-ერთმა მათგანმა პოლიტიკოს.
ბელგიასა და ევროპის დიდი ნაწილში უკვე ერთი კვირაა მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. ბელგიაში მატარებლების მეხუთედი გაგრილების გარეშეა, რის გამოც სარკინიგზო კომპანიამ პიკის საათებში ნაწილი რეისი გააუქმა.
მიმდინარე კვირაში ელექტროენერგია გაითიშა ევროპარლამენტშიც, გაგრილების სისტემის გადატვირთვის გამო.