18 აგვისტოს ამინდის პროგნოზი
დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +17, +22°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +14, +19°, დღისით +23, +28°; მაღალმთაში ღამით +9, +14°, დღისით +18, +23°.
აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +16, +21°, დღისით +27,+32°; მთაში ღამით +11, +16°, დღისით +22, +27°; მაღალმთაში ღამით +8, +13°, დღისით +15, +20°, ზოგან +24°-მდე.