კიევზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა
266
0
კიევის ცენტრში დაბომბვებს სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ცენზორ ნეტი“ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, სარაკეტო იერიშების შედეგად 24 ადამიანი დაშავდა.
მანამდე კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინის დედაქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა.
„რამდენიმე აფეთქება მოხდა შევჩენკოვის რაიონში – დედაქალაქის ცენტრში. დეტალები მოგვიანებით“, – წერს კლიჩკო სოციალურ ქსელში.
ამასთან, უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქებები იყო დნეპროპეტროვსკში, ხმელნიცკსა და ჟიტომირში, რის გამოც ადგილობრივმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდეს.