1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

377
0

ვერძი

პრობლემა, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ, დღეს თქვენ წინაშე სრულად წარმოჩნდება. შანსი მოგეცემათ, რომ საკუთარი ნიჭი პროფესიულ სფეროში სრულად გამოავლინოთ. თქვენი მცდელობის მიუხედავად, უსიამოვნო საუბრისგან თავის დაღწევას ვერ შეძლებთ. არ არის გამორიცხული, ძველ შეყვარებულთან ურთიერთობა განაახლოთ.

კურო

არახელსაყრელი დღეა სახელისუფლებო უწყებებთან ურთიერთობისთვის. სავარაუდოდ, ეს დღე საშუალებას მოგცემთ, პარტნიორთან შეთანხმებას მიაღწიოთ. ფრთხილად იყავით მანქანის მართვის დროს.

ტყუპები

ამ დღეს ემოციურ ამაღლებას იგრძნობთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სიფრთხილე არ დაკარგოთ. გეგმების განხორციელების დროს ნუ დაივიწყებთ მას, ვინც თავის დროზე სრულიად უანგაროდ დაგეხმარათ. დღის მეორე ნახევარში საყვარელი ადამიანის ახლობლები რჩევისა და დახმარებისთვის მოგმართავენ და იმედი არ გაუცრუოთ.

კირჩხიბი

გამოიჩინეთ სიბრძნე და მოთმინება – ამ დღეს აჩქარება არ შეიძლება. აკონტროლეთ რას და რამდენს მიირთმევთ რათა თქვენს პრობლემებს ზედმეტი წონაც არ დაემატოს – პირველ რიგში, ეს მათ ეხება, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს. ბიზნესგარიგება წარმატებას მოგიტანთ.

ლომი

გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს ძველი ვალი დაგიბრუნონ ან ძვირფასი საჩუქარი მოგიძღვნან. საქმიანი შეხვედრა ან სატელეფონო საუბარი ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და უცხო ადამიანებთან ურთიერთობას.

ქალწული

ეცადეთ, საკუთარი ილუზიების ტყვედ არ იქცეთ და თავი არ მოიტყუოთ. უფრო თავშეკავებულად იმოქმედეთ – ამ დღეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეგიძლიათ თავის გაკონტროლება. მომგებიან ბიზნესშეთავაზებაზე უარი არ უნდა თქვათ.

სასწორი

გაღიზიანებული ხართ და ნერვების მოთოკვას ვერ ახერხებთ, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ აგრესია პრობლემების მოგვარებაში ვერ დაგეხმარებათ. გულწრფელი საუბარი საყვარელ ადამიანსა და თქვენ შორის ნდობას აღადგენს. თუ სამსახურის შეცვლაზე ოცნებობთ, შანსი გაქვთ, რომ ოცნება აისრულოთ.

მორიელი

ამ დღეს შეგიძლიათ ნებისმიერი რთული საქმე დაიწყოთ და წარმატებით დაასრულოთ. ბიზნესმენები მომგებიანი კონტრაქტების დადებას ან სანდო პარტნიორების პოვნას მოახერხებენ. მოერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას, რომელმაც შეიძლება. საბედისწერო შეცდომა გამოიწვიოს.

მშვილდოსანი

ეს დღე სავსეა სასიყვარულო განცდებითა და ინტრიგებით. ფინანსური შემოსავალი გელით, თანაც რამდენიმე წყაროდან. დროა, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაარკვიოთ და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოთ.

თხის რქა

ახალი ურთიერთობა ძველს დაგავიწყებთ. ენერგიულობა და გამოცდილება საშუალებას მოგცემთ ერთდროულად რამდენიმე საქმე აკეთოთ და თითოეული ბოლომდე მიიყვანოთ. სხვადასხვა ბიზნესგარიგება დიდ შემოსავალს მოგიტანთ.

მერწყული

შესაძლოა, სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითება იგრძნოთ, მაგრამ ნუ ინერვიულებთ – ეს დიდხანს არ გაგრძელდება. საღამოს სასიამოვნო პაემანი გელით, რომელიც დიდხანს გემახსოვრებათ. ვარსკვლავები შეგახსენებენ, რომ დიდი ხნის უნახავი ახლობლები მოინახულოთ.

თევზები

ურთიერთობებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ ეცადეთ, მთელი დღე სახლში გაატაროთ. დღის მეორე ნახევარში საყვარელი ადამიანის ახლობლები რჩევისა და დახმარებისთვის მოგმართავენ და იმედი არ გაუცრუოთ.