1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ვინ იფიქრებდა, „საზოგადოებრივი კვების ეკონომისტი“ ასე შორს თუ გაფრინდებოდა”- დავით ქართველიშვილი
“ვინ იფიქრებდა, „საზოგადოებრივი კვების ეკონომისტი“ ასე შორს თუ გაფრინდებოდა”- დავით ქართველიშვილი

“ვინ იფიქრებდა, „საზოგადოებრივი კვების ეკონომისტი“ ასე შორს თუ გაფრინდებოდა”- დავით ქართველიშვილი

485
0

ექსპერტი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში სოსო გოგაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმიანება, რომელშიც მისი ადვოკატის, დიმიტრი მჭედლიშვილის შესახებ საუბრობს.

ქართველიშვილის თქმით, შეიძლება, ადვოკატის გაუჩინარებას უფრო „რთული“ ახსნა მოეძებნოს – კაცი მიხვდა, რომ შეურაცხადობის მატარებელ ავადმყოფ ადამიანთან ჰქონდა საქმე და უბრალოდ, „ჩაეხსნა“ ამ წვალებაში მონაწილეობის მიღებას.
„სოსო გოგაშვილს გაუკეთეს პერსონალური გვერდი ფბ-ზე, წარწერით: „პოლიტიკური მოღვაწე“. ანუ, წელიწადი არ გადის, ამ უნიკალურ პერსონაჟს ახალი სტატუსი არ გამოუჩნდეს. ვინ იფიქრებდა, რომ 1989 წელს, თსუ-ის მარნეულის ფილიალის წნორის განყოფილების აბიტურიენტი და 1998 წელს თსუ-ს სიღნაღის ფილიალის კურსდამთავრებული, სპეციალობით „საზოგადოებრივი კვების ეკონომისტი“ – ასე შორს თუ გაფრინდებოდა: ვიცე-პოლკოვნიკი, სუს-ის ვიცეშეფი, საჯარო მმართველობის დოქტორანტი, „უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის“ დამფუძნებელი, „სახალხო პარტიის“ პოლიტსაბჭოს წევრი, აწ უკვე „პოლიტიკური მოღვაწე“, აწ უკვე – „პოლიტპატიმარი“.
ამ შთამბეჭდავ სიას აკლია „მონსენიორის“ წოდება, თავად-აზნაურთა გილდიის წევრობა და ბატონ ავლიპის დროს, სახეზე გვეყოლებოდა კლასიკური პაციენტი. დღეს მას მორიგი „ეპისტოლე“ დაუწერეს, საიდანაც თვალში მომხვდა ერთი საინტერესო წინადადება: „მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მე მყავდა კიდევ მე-3 ადვოკატი, რომელიც რამდენიმე დღე „იცავდა ჩემს უფლებებს“. ეს გახლავთ დიმიტრი მჭედლიშვილი, რომელიც გაქრა“. აი, აქ კი შევეცდები გარკვეული დახმარება გავუწიო „საჯარო მმართველობის დოქტორს” და “ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეს“.
დარწმუნებული ვარ, რომ ვიცი – სად გაქრებოდა დიმიტრი მჭედლიშვილი. პირადად ვიცი – როგორ „ქრებიან“ გოგაშვილის ირგვლივ ადამიანები. ის ჯერ ცხინვალში გადავიდოდა, სადაც სოსოსთან მისატან საიდუმლო მასალებს გაიტანდა, იქიდან – მოსკოვში გადაიყვანდნენ, მერე – ციხეში ჩასვამდნენ, მერე – გამოუშვებდნენ, და ამჟამად – მისი ადგილსამყოფელი არავინ იცის. მის პოვნაში გოგაშვილს შეიძლება დავით მაყიშვილმა აღმოუჩინოს დახმარება, რომელსაც აღწერილი მარშრუტით გაუჩინარებული ადამიანების ძებნის 7-წლიანი გამოცდილება გააჩნია.
თუმცა, შეიძლება ადვოკატის გაუჩინარებას უფრო „რთული“ ახსნა მოეძებნოს – კაცი მიხვდა, რომ შეურაცხადობის მატარებელ ავადმყოფ ადამიანთან ჰქონდა საქმე და უბრალოდ, „ჩაეხსნა“ ამ წვალებაში მონაწილეობის მიღებას. ანუ, ორი სავარაუდო ვარიანტი გავაჟღერე. ამ ეტაპზე, 306-ე საკნის პატიმარს რით დავეხმარო – არ ვიცი. „ემპათიის“ ფსიქიატრების დასკვნებს დაველოდები“, – წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.