1. Home
  2. TOP სიახლე
  3. უკრაინელი სამხედროები ისე დაასუსტებენ ოკუპანტებს, რომ შეტევას უბრალოდ ვერ შეძლებენ – ალექსეი არესტოვიჩი
უკრაინელი სამხედროები ისე დაასუსტებენ ოკუპანტებს, რომ შეტევას უბრალოდ ვერ შეძლებენ –  ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინელი სამხედროები ისე დაასუსტებენ ოკუპანტებს, რომ შეტევას უბრალოდ ვერ შეძლებენ – ალექსეი არესტოვიჩი

609
0

უკრაინელი სამხედროები ისე დაასუსტებენ ოკუპანტებს, რომ შეტევას უბრალოდ ვერ შეძლებენ. ამის შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევაზე გადავლენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ უკრაინულ მებრძოლებს რუსების ძალების ამოწურვა სჭირდებათ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, ძირითადი მოვლენები შემოდგომისთვის წარიმართება.

„კონტრშეტევის მთავარი პირობაა მტრის შეტევის უნარის შეჩერება. წინააღმდეგ შემთხვევაში წინსვლას აზრი არ აქვს, რადგან საპასუხო კონტრშეტევებს წავაწყდებით და ყველა დაგროვილი ძალა საპასუხო ბრძოლებზე დაიხარჯება. ჩვენ ამას ვაკეთებთ მანევრული თავდაცვის ჩატარებით იმ ადგილებში, სადაც ისინი ცდილობენ შეტევას, სადაც რუსული ძალების 60 პროცენტი კონცენტრირებულია იზიუმიდან ბახმუტამდე და ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების საზღვრამდე.

ახლა იმ 130-150 ათასი რუსი ჯარისკაცის 60 პროცენტი აქ არის, რომლებიც, პრინციპში, აქ იბრძვიან. ასე რომ, რუსეთის არმიამ დაახლოებით სამი კვირის წინ მიაღწია პლატოს და ამ პლატომ ნელ-ნელა დახრა დაიწყო, ჩვენ კი პირიქით, იმპულსის მატება დავიწყეთ. სწორედ მაშინ, როცა ეს ორი გრაფიკი ერთმანეთს დაემთხვევა, ჩვენ შეტევაზე გადავალთ“, – განაცხადა  არესტოვიჩმა.