1. Home
  2. TOP სიახლე
  3. საქართველოს პასპორტმა Passport Index-ში პოზიციები 3 პუნქტით გაიმყარა
საქართველოს პასპორტმა Passport Index-ში პოზიციები 3 პუნქტით გაიმყარა

საქართველოს პასპორტმა Passport Index-ში პოზიციები 3 პუნქტით გაიმყარა

12.68K
0

საქართველოს პასპორტმა Henley & Partners-ის Passport Index-ის საერთაშორისო რეიტინგში 52-ე ადგილი დაიკავა, ამას განახლებული ინდექსის მონაცემები მოწმობს. საქართველოს პასპორტის მფლობელებს უვიზოდ შეუძლიათ იმოგზაურონ 116 ქვეყანაში.

2021 წლის Passport Index-ში საქართველო 55-ე პოზიციაზე იყო და 2021 წლის მონაცემებით საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობა მსოფლიოს 115 ქვეყანაში შეეძლოთ.

შესაბამისად ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველომ Passport Index-ში პოზიციები 3 პუნქტით გაიმყარა, რაც რეალურად საუდის არაბეთთან უვიზო მიმოსვლის დაწყებას უკავშირდება.

მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პასპორტი იაპონური პასპორტია. ის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. იაპონიის პასპორტით მოგზაურობა უვიზოდ 193 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა შესაძლებელი. რეიტინგში მეორე ადგილს ინაწილებენ სინგაპური და სამხრეთ კორეა, რომელთა მოქალაქეებს შეუძლიათ ეწვიონ 192 ქვეყანაში უვიზოდ გადაადგილება. პირველ სამეულს გერმანია და ესპანეთი ხურავენ, რომელთა მოქალაქეებს შეუძლიათ 190 ქვეყანაში იმოგზაურონ.