363
0
ხვალიდან 10-ზე მეტ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეწყდება იქამდე, ვიდრე ხელისუფლება ე.წ ,,რუსულ კანონს” უკან არ გაიტანს.
თსუ-ს, ილიაუნის, ჯიპას, საქართველოს უნივერსტეტის, ალტეს, ჯის, შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, თავისუფალი და აგრარული უნივერისტეტების სტუდენტები ხვალიდან აღარ აპირებენ ლექციებზე შესვლას.
ახალგაზრდების პროტესტს ცოტა ხნის წინ შეუერთდნენ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდნეტებიც. საპროტესტო მანიფესტს სამედიცინოს 600-ზე მეტმა სტუდენტმა მოაწერა ხელი, რომლებიც დღევანდელ აქციაზე სიმბოლურად თეთრი ხალათებით მივლენ. სტუდენტების პროტესტს რამდენიმე უნივერსიტეტში ლექტორებიც შეუერთდნენ.