1. Home
  2. სიახლეები
  3. საზოგადოება
  4. პარლამენტთან, სადაც აქცია ლოზუნგით – “გავათენოთ საქართველოსთვის” იწყება, საავტომობილო გზა გადაიკეტა
პარლამენტთან, სადაც აქცია ლოზუნგით – “გავათენოთ საქართველოსთვის” იწყება,  საავტომობილო გზა გადაიკეტა

პარლამენტთან, სადაც აქცია ლოზუნგით – “გავათენოთ საქართველოსთვის” იწყება, საავტომობილო გზა გადაიკეტა

87
0

პარლამენტთან, სადაც რამდენიმე წუთში დაიწყება აქცია ლოზუნგით – “გავათენოთ საქართველოსთვის”, გზა გადაიკეტა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები გეგმავენ, რომ რუსთაველის გამზირზე გაათენონ ღამე, ვინაიდან, 13 მაისს, დილას, ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოსმენა აქვს დაგეგმილი.

მოქალაქეებს საკანონმდებლო ორგანოსთან მიტანილი აქვთ ყველა ის ნივთი, რაც მათივე შეფასებით დაეხმარებათ „უსაფრთხოდ ყოფნაში“. აღნიშნული ნივთებია – საძილე ტომრები, აირწინაღები და დამცავი სათვალეები.