1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა
  4. “საქართველოში მიმდინარე ბოლო მოვლენები განვიხილე პრეზიდენტ ზურაბიშვილთან”- გიტანას ნაუსედა
“საქართველოში მიმდინარე ბოლო მოვლენები განვიხილე პრეზიდენტ ზურაბიშვილთან”- გიტანას ნაუსედა

“საქართველოში მიმდინარე ბოლო მოვლენები განვიხილე პრეზიდენტ ზურაბიშვილთან”- გიტანას ნაუსედა

91
0

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საუბარში შეშფოთება გამოვხატე “უცხოური აგენტების” კანონთან დაკავშირებით, ლიეტუვა მხარს უჭერს ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ქართველ კოლეგა, სალომე ზურაბიშვილთან გამართული საუბრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“საქართველოში მიმდინარე ბოლო მოვლენები განვიხილე პრეზიდენტ ზურაბიშვილთან.

ჩემი შეშფოთება გამოვხატე “უცხოური აგენტების” კანონთან და იმ ეფექტებთან დაკავშირებით, რომლებიც მან შეიძლება იქონიოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე.

ლიეტუვა მხარს უჭერს ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას ევროპული მომავლისკენ სწრაფვაში“, – წერს ნაუსედა.