1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1.08K
0

ვერძი

რთული და მოვლენებით დატვირთული დღეა. ეცადეთ, დაგეგმილი საქმეები დროულად დაასრულოთ. შესაძლოა, ამ დღის მოვლენებმა თქვენ წინააღმდეგ იმუშაოს, მაგრამ ეს დროებითი პრობლემებია. კამათის დროს მოწინააღმდეგეზე ზეწოლა არ მოახდინოთ და მის აზრს ყურადღებით მოუსმინოთ. ამ დღეს ყველაზე მეტად დადებითი ემოციები გჭირდებათ, ამიტომ ოპტიმისტურად განწყობილი ადამიანების გარემოცვაში უნდა იტრიალოთ.

კურო

ამ დღეს აჩქარება უფრო მეტ ზიანს მოგიტანთ, ვიდრე სარგებელს. მიზნისკენ მშვიდად და ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იაროთ, რათა შეცდომა არ დაუშვათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე მოსალოდნელ შედეგებზე იფიქროთ. რთულ დროს შეგიძლიათ დახმარებისთვის მეგობრებს ან კოლეგებს მიმართოთ.

ტყუპები

ეცადეთ, მთელი ყურადღება სამუშაოზე გადაიტანოთ და ძვირფასი დრო უსარგებლო საუბრებზე არ დაკარგოთ. გარშემო მყოფებისგან შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან საინტერესო იდეა მოისმინოთ. ეცადეთ, ურთიერთობაში კონფლიქტები და დაპირისპირებები თავიდან აიცილოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელ დღეს უაზრო და არაფრისმომცემ გარჩევებში გაატარებთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ეცადეთ, ხალხმრავალ ადგილებში იტრიალოთ, ახალი ადამიანები გაიცნოთ და საინტერესო ინფორმაციები მოისმინოთ. ხელსაყრელი დროა ახალი პროექტების დაწყებისა და თამამი იდეების განხორციელებისთვის. საღამოს საოჯახო საქმეები სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

ლომი

ყურადღებით უსმინეთ გარშემო მყოფთა საუბრებს, რათა ახალი ინფორმაცია არ გამოტოვოთ. ამ დღეს შეიძლება რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი მიიღოთ. გახსოვდეთ, რომ იმპულსურად მოქმედებით შეიძლება მტრები გაიჩინოთ და მეგობრები დაკარგოთ.

ქალწული

ამ დღეს კოლეგები და მეგობრები მუშაობაში დაგეხმარებიან და სასარგებლო რჩევებს მოგცემენ. მთავარია, მათ დახმარებაზე უარი არ თქვათ. მაღაზიებში სიარული სტრესისგან გაგათავისუფლებთ და დადებით ემოციებს მოგიტანთ.

სასწორი

ეცადეთ, პრობლემას მეორე მხრიდან შეხედოთ – იქნებ ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც გგონიათ? თუ გსურთ, რაღაც საიდუმლოდ შეინახოთ, უბრალოდ, ნურავის ეტყვით – ეს ხომ ძალიან მარტივია. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ის გიკარნახებთ, რომელი საქმე მოგიტანთ შემოსავალს და რომელი იმედგაცრუებას. უკმაყოფილების საჯაროდ გამოხატვას მოერიდეთ, რადგან ამას შეიძლება საპასუხო რეაქცია მოჰყვეს.

მორიელი

ამ დღეს შეცდომის დაშვების დიდი შანსია, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე მოსალოდნელი შედეგები უნდა გათვალოთ – ეს საქმიან საკითხებს და პირად ცხოვრებას თანაბრად ეხება. ახალი ნაცნობობისთვის არახელსაყრელი დღეა. ადამიანი, რომელსაც დღეს გაიცნობთ, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

მშვილდოსანი

ნაყოფიერი დღეა. პლანეტების კეთილგანწყობა დაგეხმარებათ, რომ ნებისმიერ ახალ საქმეში წარმატებას მიაღწიოთ. გირჩევთ, ეს შესაძლებლობა გამოიყენოთ და დაასრულოთ რთული პროექტი, რომელიც დიდი ხნის წინ შეაჩერეთ. ახალი გადაწყვეტილების მიღებამდე მოსალოდნელი შედეგები და რისკები საგულდაგულოდ უნდა შეაფასოთ.

თხის რქა

წარმატებული, დადებითი ემოციებით სავსე დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ – საფულე საიმედო ადგილზე შეინახეთ, ხურდა ყურადღებით დათვალეთ და ა.შ. საყვარელ ადამიანებთან გულწრფელი საუბრით თქვენთვის აუცილებელ დახმარებას მიიღებთ.

მერწყული

ამ დღეს ახალი შესაძლებლობები გაჩნდება, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ. მოერიდეთ მოვლენებზე ან ადამიანებზე ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას, რადგან თქვენი პოზიცია ძალიან მალე შეიცვლება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება სხვა დროისთვის გადადოთ. ფინანსების გონივრული განაწილება საშუალებას მოგცემთ, რომ სასურველი ნივთებიც შეიძინოთ და უსარგებლო ხარჯებიც თავიდან აიცილოთ.

თევზები

რთული, სტრესული დღეა. იძულებული ხართ, მთელი ყურადღება სამუშაოზე გადაიტანოთ და ოჯახის წევრების სამართლიანი შენიშვნები მოთმინებით აიტანოთ. სავარაუდოდ, ახლობელ ადამიანს თქვენი ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდება და იმედი არ უნდა გაუცრუოთ. კარგი იქნება, თუ სტილის შეცვლაზე იზრუნებთ.