1. Home
  2. TOP სიახლე
  3. თურქეთმა “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში ეჭვმიტანილი 36 პირი დააკავა
თურქეთმა “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში ეჭვმიტანილი 36 პირი დააკავა

თურქეთმა “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში ეჭვმიტანილი 36 პირი დააკავა

154
0

თურქეთმა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 36 პირი დააკავა. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი იერლიკაია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, კოორდინირებული სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც ქვეყნის ოთხ პროვინციაში ერთდროულად ჩატარდა, პოლიციამ ეჭვმიტანილთა გარდა, ასევე ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, უცხოური და ეროვნული ვალუტა და წვდომა მოიპოვა ციფრულ მასალებზე.