1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

812
0

ვერძი

კარგი დღეა ბავშვის ჩასახვისა და ინტიმური ურთიერთობისთვის, მაგრამ ცუდია ძვირად ღირებული ნივთის შეძენისთვის. გახსოვდეთ, რომ სიზარმაცემ და უყურადღებობამ შეიძლება თქვენი ყველა მიღწევა გაანადგუროს. როგორც არ უნდა ეცადოთ, ყველაფერს ვერ დაგეგმავთ, ამიტომ მზად იყავით სიურპრიზებისთვის.

კურო

ეს დღე სიყვარულში წარმატებას, სასიამოვნო პაემანს და მხიარულ წვეულებას გპირდებათ. ეცადეთ საკუთარი ოცნებები რეალობას შეუსაბამოთ. თუ გყავთ მეგობრები, რომლებთანაც რაიმე მიზეზით იჩხუბეთ და დიდი ხანია არ გინახავთ, დროა ისინი სტუმრად მიიწვიოთ და მშვიდობა დაამყაროთ. ნუ მოდუნდებით. ამ დღეს ძლიერი ნებისყოფა და შრომისმოყვარეობა გჭირდებათ.

ტყუპები

ნუ იქნებით მეტისმეტად თავდაჯერებული და ეცადეთ საკუთარი მოქმედება კრიტიკულად შეაფასოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, ფინანსურად დაზარალდეთ. უსიამოვნო სერიოზული საუბრისგან თავის დაღწევას ვერ შეძლებთ, თუმცა შედეგი თქვენთვის სასარგებლო იქნება. გირჩევთ საღამო სიყვარულსა და გართობას დაუთმოთ.

კირჩხიბი

ჩვეულებრივი სამუშაო დღეა. თავი შეიკავეთ დაუფიქრებელი დაპირებების გაცემისგან, რომ ვიღაცას იმედი არ გაუცრუოთ. თუ კუჭი გაწუხებთ, ამ დღეს მენიუდან მარილიანი და ცხარე საკვები მთლიანად უნდა გამორიცხოთ. მეწარმეობისა და ვაჭრობის სფეროში დასაქმებულ კირჩხიბებს წარმატება და ხელსაყრელი კონტრაქტები ელით.

ლომი

ხელსაყრელი დღეა თვითგანათლებისა და ზოგადი მსოფლმხედველობის გაფართოებისთვის. ნუ ენდობით უცხო ადამიანებს, თორემ შეიძლება ფინანსურად დაზარალდეთ. სასურველია, რომ კრედიტები დროულად დაფაროთ, მით უმეტეს, რომ ფინანსურ სირთულეებს მალე წარმატება შეცვლის.

ქალწული

ამ დღეს შეგიძლიათ ბიზნესში წარმატების იმედი გქონდეთ. მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას და ახალ ვალდებულებებს – ჯერჯერობით ამის დრო არ მოსულა.

სასწორი

მშობლებთან ან უფროს ნათესავებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით – მათ თქვენი გადაწყვეტილება არ მოსწონთ და ცდილობენ, აზრი შეგაცვლევინონ. ფინანსების სწორად მართვა შეგიძლიათ, მაგრამ ცდუნებებს ვერ უმკლავდებით, რაც ფინანსურ პრობლემებს შეიქმნით. ყველაფრის დაგეგმვა არ შეიძლება, ამიტომ სიურპრიზებისთვის მზად უნდა იყოთ.

მორიელი

ამ დღეს ძლიერი ნებისყოფა პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. გირჩევთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ზეწოლას და უხეშობას მოერიდოთ. სექსისთვის არახელსაყრელი დღეა. ეცადეთ სხვა გასართობი იპოვოთ.

მშვილდოსანი

ეს დღე ახალი საქმის დაწყებისა და თამამი იდეების განხორციელებისთვის ხელსაყრელია. გირჩევთ მენიუდან ხორცი გამორიცხოთ და მთლიანად ბოსტნეულით ჩაანაცვლოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში უხეშობას უნდა მოერიდოთ, რადგან მცირე კამათი შეიძლება დიდ კონფლიქტად იქცეს.

თხის რქა

ამ დღეს საქმიანი შეხვედრები არ უნდა დაგეგმოთ. ეცადეთ პროფესიული პრობლემების მოგვარებას მეტი ყურადღება მიაქციოთ და რაც მთავარია, მუშაობის დროს შეცდომები არ დაუშვათ. უფროს ნათესავებთან ურთიერთობა ხალისიანი და სასარგებლო იქნება.

მერწყული

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. შეიძლება ოჯახის წევრმა სახლში დაბრუნება დააგვიანოს და ბევრი ნერვიულობა მოგიწიოთ. თუ უცხოელი მეგობრები გყავთ, საუკეთესო დროა მათ შესახვედრად. დაეხმარეთ ადამიანს, რომელმაც რთულ დროს არ მიგატოვათ.

თევზები

თქვენს თავშეკავებას საყვარელი ადამიანი უყურადღებოდ აღიქვამს, რამაც შეიძლება ბევრი წყენა და გაუგებრობა გამოიწვიოს. ეცადეთ შეხვედრები და საქმიანი მოლაპარაკებები დილით დაგეგმოთ, საღამოს კი ოჯახის წევრებისთვის მხიარული წვეულება მოაწყოთ.