თბილისის და ტაშკენტის მერებმა ტაშკენტში რუსთაველის ძეგლი ყვავილებით შეამკეს
415
0
უზბეკეთში ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტაშკენტის მერთან, ჯახონგირარტიკ,ხოჯაევთან ერთად, ტაშკენტში მდებარე შოთა რუსთაველის ძეგლი ყვავილებით შეამკო.
კახა კალაძემ კმაყოფილება გამოთქვა ცნობილი სკულპტორის, იაკობ შაპიროს ნამუშევრის- შოთა რუსთაველის ძეგლისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის გამო.
ტაშკენტის მერის განცხადებით, ტაშკენტის მერია გეგმავს ქალაქის სიმბოლო-ტრამვაი აღადგინოს, რომელიც სწორედ რუსთაველის ქუჩაზე იმოძრავებს.
თბილისის მერი ტაშკენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.