1. Home
  2. TOP სიახლე
  3. პარლამენტში მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
პარლამენტში მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

პარლამენტში მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

265
0

პარლამენტში მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა დახურული ფორმატში ტარდება.

 

ოპოზიციიდან შეხვედრას ესწრებიან ალეკო ელისაშვილი, ანა ბუჩუკური, ბექა ლილუაშვილი, ჰერმან საბო და ფრიდონ ინჯია.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დახურულ შეხვედრაზე დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მომზადების თაობაზე იმსჯელებენ.

 

„დღევანდელ დახურულ შეხვედრაზე განიხილება დეოლიგარქიზაციის თაობაზე კანონის მომზადება. ოპოზიციას უკრაინულ მოდელს შევთავაზებთ, რომელსაც ეს კანონი აქვს მიღებული. ჩვენ გავმართავთ იმ პრინციპების პრეზენტაციას, რომელსაც უკრაინული კანონი ეყრდნობა და მოვისმენთ პოზიციებს. შეგვიძლია, ეს კანონი ავიღოთ, როგორც საფუძველი. უკრაინული კანონის ოთხი კრიტერიუმია განსაზღვრული – მედიაზე ზეგავლენა, შესაბამისი ოდენობის თანხა, პოლიტიკაში ჩარევა და მონოპოლიური საქმიანობა. თუ პირი ამ ოთხი კრიტერიუმიდან სამს აკმაყოფილებს, უკრაინული კანონით ოლიგარქად მიიჩნევა. შესაბამისად, მარტივად შეგიძლიათ, ნახოთ, ეს ხალხი, მათ შორის ოპოზიციურ სპექტრში მყოფი ოპოზიციონერები რამდენად აკმაყოფილებენ კანონის სულისკვეთებას. ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად ვერ იქნება მიჩნეული იმ გაგებით, როგორც ამ ხალხს უნდათ. შესაბამისად, ამ საკითხზე მარტივად არის ყველაფერი ცხადი და გასაგები“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.