“ვინ აპატიებს ბიძინა ივანიშვილს დიდი მართლმადიდებლური ტაძრის აგებას?!” – იოსებ ჭუმბურიძე
„ჩვენ აუცილებლად შევალთ ევროპაში, მაგრამ შევალთ რუსთაველით, ილიათი, ბარათაშვილით, გალაკტიონით, ანათი, ფიროსმანით, ფალიაშვილით, ანზორ ერქომაიშვილით, რობერტ სტურუათი… – წერს სოციალურ ქსელში პროფესორი იოსებ ჭუმბურიძე.
“ვინ აპატიებს ბიძინა ივანიშვილს დიდი მართლმადიდებლური ტაძრის აგებას?!
ვინ აპატიებს ირაკლი ღარიბაშვილს იმ ნათქვამს, – ჩემი უფროსი რომელიმე ევროპარლამენტარი კი არა, ქართველი ხალხიაო?!
ვინ აპატიებს ირაკლი კობახიძეს?!
ვინ აპატიებს თეა წულუკიანს?!
ვინ აპატიებს მიხეილ ყაველაშვილს?!
ვინ აპატიებს…
ვინ აპატიებს…
ვინ გვაპატიებს…
***
და რა ვქნათ?!
უსამართლობას თავი დავუღუნოთ?!
ნაცბანდის დემაგოგიას ავყვეთ?!
„ორ გვამზე” მონადირე კრიმინალებს უნდოდათ ევროპა და დღევანდელ ხელისუფლებას არ სურს?!
***
ჩვენ, ჩვენ, ნორმალურ ქართველებს არ გვინდა ევროპა?!
ვინ ამბობს ამას?!
ის, ვინც ევროპას ყველაზე მეტად დაგვაშორა?!
გადაჭედილი „ყვარყვარეს ციხეებით”, ქუჩაში დახოცილი ახალგაზრდებით, სახურავზე შემოდებული ცხედრებით, „ორ გვამზე” მონადირე მინისტრებით, ყოველგვარი უზნეობის აღზევებით…
***
ჩვენ აუცილებლად შევალთ ევროპაში, მაგრამ შევალთ რუსთაველით, ილიათი, ბარათაშვილით, გალაკტიონით, ანათი, ფიროსმანით, ფალიაშვილით, ანზორ ერქომაიშვილით, რობერტ სტურუათი…
***
ეს უბადრუკებიც იცხოვრებენ იმ ევროპაში.
კი, არ შერცხვებათ, მაგრამ დაე, იყონ და იცხოვრონ,”- წერს იოსებ ჭუმბურიძე.