უკრაინა სამხრეთის რეგიონების დეოკუპაციისთვის ემზადება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს უბრძანა, შეიმუშავონ სამხრეთ სანაპირო ტერიტორიების დეოკუპაციის გეგმა, რომლებიც ახლა რუსული არმიის კონტროლს ექვემდებარება, განუცხადა The Times-ს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა.
“ჩვენ გვესმის, რომ პოლიტიკურად ეს ძალიან აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის. პრეზიდენტმა უმაღლეს სამხედრო მეთაურს გეგმის შემუშავება დაავალა”, – განმარტა მან.
რეზნიკოვის თქმით, ამ მიზნით, უკრაინა აგროვებს დასავლური იარაღის აღჭურვილს საბრძოლო ძალებს.
რეზნიკოვის თქმით, უკრაინის გენერალური შტაბი სამხედრო გეგმას ამუშავებს, თავად კი დასავლელ პარტნიორებთან აგრძელებს მუშაობას მიზნის განსახორციელებლად საჭირო იარაღის მოსაპოვებლად.
“მე ვწერ წერილებს პარტნიორ ქვეყნებში კოლეგებს, გენერლები საუბრობენ იმაზე, თუ რატომ გვჭირდება ასეთი ტიპის იარაღი და შემდეგ ვიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს”, – აღნიშნა მან.
8 ივლისს, ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა კვირას ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა. მისი განმარტებით, ევაკუაცია აუცილებელია, რადგან უკრაინა შეტევით ოპერაციებს იწყებს.
“ეს აუცილებელია იმისათვის, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საფრთხე არ შეუქმნან მშვიდობიან მოსახლეობას შეტევითი ოპერაციების დროს”, – თქვა ვერეშჩუკმა.
ამასთან, ვიცე-პრემიერმა განმარტა, რომ არ იცის, რა ვადაში განხორციელდებოდა შეტევა.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქები 2022 წლის მარტში დაიკავეს. ვრცელდება ცნობებ, რომ ამ ოლქის საოკუპაციო ადმინისტრაციები რუსეთთან შესაერთებლად “რეფერენდუმის” ჩატარებას გეგმავენ.