1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “სააკაშვილთან დღეს ვაპირებ მისვლას, ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია არ ვიცი, მაგრამ „არ შევხვდები” და „არ მცალიას” არ ველოდები”- იაგო ხვიჩია
“სააკაშვილთან დღეს ვაპირებ მისვლას, ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია არ ვიცი, მაგრამ „არ შევხვდები” და „არ მცალიას” არ ველოდები”- იაგო ხვიჩია

“სააკაშვილთან დღეს ვაპირებ მისვლას, ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია არ ვიცი, მაგრამ „არ შევხვდები” და „არ მცალიას” არ ველოდები”- იაგო ხვიჩია

350
0

მიხეილ სააკაშვილთან დღეს ვაპირებ მისვლას, ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია არ ვიცი, მაგრამ „არ შევხვდები” და „არ მცალიას” არ ველოდები, –  განაცხადა ჟურნალისტებთან   “გირჩის” ლიდერმა  იაგო ხვიჩიამ

 

„მიხეილ სააკაშვილი აქეთ რომ ყოფილიყო და არა უკრაინაში, აქამდეც შევხვდებოდი და გავიცნობდი. აქამდეც იდგა საჭიროება მისი პოზიციის მოსმენის, რადგან ვერ ვუგებდი „ნაცების“ პოზიციას. ამან განაპირობა სწორედ ჩემი შეხვედრის სურვილი, რადგან სხვადასხვა ადამიანისგან სხვადასხვა პოზიცია მოვისმინე, ერთი და იგივე პოზიციის გამო, ზოგი მაქებდა და ზოგი მლანძღავდა და „ქოცებთან” შეკრულს მიწოდებდა. მინდა გავერკვიო მიხეილ სააკაშვილის ინტერესი რაში მდგომარეობს, ეს ადამიანი როგორ უყურებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და ნაკლები დრო დავხარჯო მის თანაპარტიელებთან საუბარში.

 

მზაობას რაც შეეხება ყველანი ერთად ვნახავთ, მივალ, მოვითხოვ შეხვედრას და დანარჩენს ერთად დაველოდებით. მე მაქვს ცივილურობის მოლოდინი. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა (როგორია) არ ვიცი, მაგრამ “არ შევხვდები” და “არ მცალიას” არ ველოდები,”- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.