1. Home
  2. TOP სიახლე
  3. რა ხდება უკრაინაში ომის 137-ე დღეს
რა ხდება უკრაინაში ომის 137-ე დღეს

რა ხდება უკრაინაში ომის 137-ე დღეს

354
0

137-ე დღეა უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება.

საოკუპაციო ძალები დონბასზე კონტროლის მოპოვებას ცდილობენ. უკრაინულ არმიას მტრის შეკავება ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე უწევს.

უკრაინული მხარე ოკუპანტების გადაჯგუფების შესახებ იუწყება. მარიუპოლის მერის თქმით, რუსი დამპყრობლები, მარიუპოლის გავლით, ბერდიანსკისკენ მიიწევენ.

მისივე ცნობით, ქალაქ ბერდიანსკში „ვი“ და „ზეტ“ ნიშნების მქონე დიდი კოლონა და ხუთი ავტობუსი გაემგზავრა, რომლებითაც სამხედრო მოსამსახურეები გადაჰყავთ. ასევე, გადააქვთ სამხედრო ტექნიკის ნაწილი საწყობიდან.

 

პარალელურად, გრძელდება ხარკოვის დაბომბვა. რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში ქალაქში საბავშვო ბაღსა და პოლიკლინიკაზე მიიტანეს. რაც შეეხება დონეცკს ოლქს, ქალაქ ჩასივ-იარში საცხოვრებელი სახლის დაბომბვის შედეგად მსხვერპლის რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. ნანგრევებიდან ხუთი ადამიანის ამოყვანა მოხერხდა. მაშველების ინფორმაციით, კონტაქტი დამყარებულია ნანგრევების ქვეშ დარჩენილ სამ ადამიანთან.

 

ლუგანსკის ოლქის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის თქმით, რუსი აგრესორები ლუგანსკის ოლქში აქტიურად იყენებენ ავიაციას, თუმცა წინსვლა არ აქვთ. გაიდაის თქმით, რუსეთის არმიას მრავალი ათწლეულის მანძილზე არსად არ განუცდია ისეთი მნიშვნელოვანი დანაკარგი, როგორც ლუგანსკის რეგიონში.

 

 

 რუსმა ოკუპანტებმა გაზარდეს სარაკეტო და საარტილერიო ცეცხლი დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის დასავლეთით, – ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) მოხსენებაშია ნათქვამი.

 

 

 

 უკრაინის ხელისუფლება ქვეყნის ოკუპირებულ სამხრეთ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, მოსალოდნელი კონტრშეტევების გამო, ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს. უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, ხერსონის და ზაპოროჟიეს რეგიონებში მცხოვრებმა უკრაინელებმა საცხოვრებელი ადგილები ყველა არსებული საშუალებით უნდა დატოვონ.

 

 

 პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს უბრძანა, დაიკავონ სამხრეთის სანაპირო რეგიონები, ამისთვის უკრაინა აგროვებს მილიონობით სამხედრო ძალას. – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ბრიტანულ გაზეთ The Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

 

 

 სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 22500-ზე მეტი ომის დანაშაული ჩაიდინა. – ინფორმაციას უკრაინული მედია გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.