1. Home
  2. TOP სიახლე
  3. შეწყვიტეთ აღვირახსნილი ანტიდასავლური კამპანია – რაც ყველა ზღვარს სცილდება და ამაზრზენია!!! -ზვიად კვაჭანტირაძე
შეწყვიტეთ აღვირახსნილი ანტიდასავლური კამპანია –  რაც ყველა ზღვარს სცილდება და ამაზრზენია!!! -ზვიად კვაჭანტირაძე

შეწყვიტეთ აღვირახსნილი ანტიდასავლური კამპანია – რაც ყველა ზღვარს სცილდება და ამაზრზენია!!! -ზვიად კვაჭანტირაძე

478
0

 „შეწყვიტეთ უკვე აღვირახსნილი ანტიდასავლური კამპანია ტროლების და ბოტების ხელით, რაც ყველა ზღვარს სცილდება და ამაზრზენია!!! – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, ზვიად კვაჭანტირაძე  მმართველი გუნდის მიერ  საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს.

“შეწყვიტეთ ეს გაუგონარი კამპანია კელი დეგნანის წინააღგმდეგ !!!

შეწყვიტეთ უკვე აღვირახსნილი ანტიდასავლური კამპანია ტროლების და ბოტების ხელით, რაც ყველა ზღვარს სცილდება და ამაზრზენია!!! შეწყვიტეთ   პუტინისტების დაჯგუფებების ფარული მხარდაჭერა. (აქ იდიოტი არავინაა. ქვეყანა პატარაა და ყველამ ყველაფერი იცის. ზოგიერთებმა გაცილებით მეტიც).

ხომ იცით, რომ ამას ცუდი შედეგი ექნება და ქვეყანა არ გაპატიებთ? ევროპაში ინტეგრაციისთვის ათწლეულები იმისთვის არ გვიბრძოლია, რომ თქვენი უგუნურებით, მავნებლური, ზედმეტი თავდაჯერებულობით, ცრუ პატრიოტიზმით და ყეყეჩობით  ერთ დღეს ყველაფერი წყალში გადაგაყრევინოთ.  მოუხმეთ ცივ გონებას და გახსოვდეთ, რომ ყველანი ხართ პასუხისმგებლები რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ასეთი თუ ისეთი ოპოზიციაც , მეტნაკლებად და რა თქმა უნდა, უპირველესად ხელისუფლება.

რაც შეეხება პოლარიზაციას.  იგი დიდი ხნის წინ დაწყებულია და  საუბედუროდ ეს პროცესი ისევ გაძლიერდა, როდესაც “შუა გავკრიფეთ” , გავაცამტვერეთ, დავაკნინეთ, მიწასთან გავასწორეთ და მე, დღეს საკუთარ თავსაც ვადანაშაულებ იმაში, რომ 2019 დან კიარა, გაცილებით ადრე წინ არ აღვუდექი ამ არასწორად მართულ და ძალიან ცუდ პროცესს, რომელმაც საბოლოოდ შექმნა ბოროტული, ილუზორული და მცდარი ნარატივი “ან ნაცი ან ქოცი”.  საუბედუროდ, არც დღეს ჩანს ნება, გავერთიანდეთ, თუნდაც ქვეყნის ეგზისტენციალური ინტერესებისთვის,   არცერთი მხრიდან არ ჩანს, თუმცა  ვალდებულები ხართ ცივი წყალი დალიოთ, ნერვები დაიოკოთ,  დაწყნარდეთ და ქვეყნის საქმე ერთად  აკეთოთ, ვიდრე ამის ლეგიტიმაცია გაქვთ და ვიდრე ადგილებს იკავებთ პარლამენტში ორივე მხარეს. დეკემბერიც მალე მოვა და შედეგი უნდა დადოთ.   არ დადებთ და თქვენი აჯობებს.

———–

კომენტარებს ვთიშავ. ჩემთვის აქ არც საკამათოა რამე და არც დრო და  სურვილი მაქვს ამის.  ვისაც ეს პოსტი არ მოეწონება, გააბოროტებს და გააბრაზებს შეგიძლიათ უკომენტაროდაც დატოვოთ ჩემი ფრენდლისტი,“- წერს სოციალურ ქსელში ზვიად კვაჭანტირაძე