1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ამათ ჩხუბს ვერავინ აუკრძალავს, თუ ჩხუბი უნდათ, მერე იჩხუბონ” – იაგო ხვიჩია
“ამათ ჩხუბს ვერავინ აუკრძალავს, თუ ჩხუბი უნდათ, მერე იჩხუბონ” – იაგო ხვიჩია

“ამათ ჩხუბს ვერავინ აუკრძალავს, თუ ჩხუბი უნდათ, მერე იჩხუბონ” – იაგო ხვიჩია

544
0

ოპოზიციასაც და არასამთავრობოებსაც გუშინ მოვუწოდებდი, ყველა შემოუერთდეს პროცესს, იმედი მაქვს, ყველანი ჩავერთვებით, რა გამოვა აქედან, მეორე საკითხია, მაგრამ ის, რომ ადამიანებს ვუთხრათ, რას ვაკეთებთ, მგონი, ყველას გვევალება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ერთმანეთი არ მოსწონთ, მაგრამ ახლა ვალდებული არიან, დასხდნენ მაგიდასთან და ევროპას ერთიანი პასუხი უთხრან.

 

„სულ მცირე ჩვენი მიზანია, ადამიანებს მოვუყვეთ, რა ხდება ამ პროცესში, რას აკეთებს „ქართული ოცნება“, საკმარისია თუ არა ეს ევროინტეგრაციისთვის და ვიყო პროცესის მონაწილე, რომ მქონდეს კრიტიკის მორალური უფლება, დავესწრო ამ ყველაფერს და ვიცოდე, სად ვუშვებთ შეცდომას და სად – არა. მე ოპოზიციასაც და არასამთავრობოებსაც გუშინ მოვუწოდებდი, რომ ყველა შემოუერთდეს ამ პროცესს და ვეცადოთ, რომ საბოლოო ჯამში, თავისი ამომრჩევლისთვის გასაგები ინფორმაცია ყველამ გამოიტანოს. თუ ვინმეს თავისი ალტერნატიული იდეა აქვს, პროცესი შექმნილია მაინც, ამ პროცესს „ქართული ოცნება“ ქმნის და ყველამ ვაჩვენოთ ჩვენი პოზიციები, განსხვავებები ამ პოზიციებში და თუ ხელისუფლებასთან საუბარი არ გამოვა, იქნებ ოპოზიციასთან გამოვიდეს. ამისკენ მოვუწოდებდი. ნაწილი დამეთანხმა, ამიტომ იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ეს ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას და ამ პროცესში ყველანი ჩავერთვებით. რა გამოვა აქედან, მეორე საკითხია, მაგრამ ის, რომ ადამიანებს ვუთხრათ, რას ვაკეთებთ, მგონი ყველას გვევალება.

რა გამოვა, არავინ იცის, თუ პროცესი არ დავიწყეთ, მანამდე ვერაფერს დავინახავთ. მე შინაგანი რწმენა მაქვს, რომ არც „ქართული ოცნებაა“ გულმოდგინე და ბეჯითი იმაში, რომ ჩვენ ევროინტეგრაცია მივიღოთ, არც „ნაციონალურ მოძრაობას“ ეტყობა ამის დიდი სურვილი, მაგრამ ჩვენ გვინდა, ისეთი წინადადება დავდოთ მაგიდაზე, რომელიც ყველასთვის მომგებიანი იქნება, „ოცნებისთვის“, „ნაცებისთვის“, ქართველი ხალხისთვის და პატარა პარტიებისთვისაც. სადამდე მივალთ, არ ვიცით. ვიცით, რომ წინარე გამოცდილება, ჩვენს კოლეგებთან ურთიერთობის მაინცდამაინც კარგი არ გვაქვს, მაგრამ ეს ხალხი აქ იქნება, ცოტა ხანი არსად წავა და გინდა, არ გინდა, ამ ხალხთან გიწევს მომავალი ექვსი თვე მუშაობა. მომავალში, როდესაც ამ თემაზე საუბარი იქნება, ჩვენ ვერავინ დავაბრალებთ იმას, რომ ევროინტეგრაცია იმიტომ დავკარგეთ, რომ ერთმანეთი არ მოგვწონდა. არ მოგვწონს ერთმანეთი, მაგრამ ახლა ვალდებული ვართ, დავსხდეთ და ევროპას რაღაც ერთიანი პასუხი ვუთხრათ, რომ ჩვენ შევასრულეთ ის პირობები, რაც გვითხარით. მერე რა ვიცი, ამათ ჩხუბს ვერავინ აუკრძალავს, მერე იჩხუბონ, თუ ჩხუბი უნდათ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.