1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ” ღიმილისმომგვრელი “ტექნიკური მთავრობანა” ჩავარდა, დღეს “ოცნებაა” ტაქტიკურად მოგებული” – ელისაშვილი
” ღიმილისმომგვრელი “ტექნიკური მთავრობანა” ჩავარდა, დღეს “ოცნებაა” ტაქტიკურად მოგებული” – ელისაშვილი

” ღიმილისმომგვრელი “ტექნიკური მთავრობანა” ჩავარდა, დღეს “ოცნებაა” ტაქტიკურად მოგებული” – ელისაშვილი

488
0

„ჩემი ღრმა რწმენით, სამჯერ ზღვა ხალხი რუსთაველზე სწორედ იმისთვის გამოვიდა, რომ არავინ გაბედოს ჩვენი რუსეთში დაბრუნების მცდელობა და რომ ჩვენ ვითხოვთ ევროპის სრულფასოვან წევრობას. თუმცა, გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა (რომლებიც თან კეკლუცობენ და პოლიტიკოსები არ ვართო იძახიან) გადაწყვიტეს, რომ მიტინგზე გადაეყენებინათ მთავრობა და თავები მინისტრებად გამოეცხადებინათ. რა თქმა უნდა, ეს ღიმილისმომგვრელი „ტექნიკური მთავრობანა“ ჩავარდა“, – წერს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.

 

მისი შეფასებით, დღეს მმართველი პარტია „ტაქტიკურად მოგებულია“.

 

„მოხდა ის რასაც, რამდენიმე დღის წინ ვამბობდი- ეს გაპოლიტიკოსებული ენჯეოშნიკები „ქართულ ოცნებას” გაძლიერებაში დაეხმარნენ. დღეს „ოცნებაა“ ტაქტიკურად მოგებული. ეს ხო ფაქტია? რატომ მოხდა ასე – რატომ გადაუგდეს მაშველი რგოლი გაპოლიტიკოსებულმა ენჯეოშნიკებმა ხელისუფლებას? შეგნებულად გააკეთეს ეს თუ შეუგნებლად? ამაზე მარჩიელობა არ მინდა. ფაქტია, რომ რასაც ჩვენ ვამბობდით და რაც მარტივად გასათვლელი იყო, ის მოხდა. ვითარება მარტივია – თუ გვინდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, უნდა შევასრულებინოთ ხელისუფლებას 12 პუნქტი. სათანამშრომლოა, უნდა ვითანამშრომლოთ, საჩხუბარია, უნდა ვიჩხუბოთ, ქუჩაში დასადგომია, ქუჩაში უნდა ვიდგეთ. ერთადერთი მოთხოვნით ამ 6 თვის განმავლობაში – ხელისუფლებამ შეასრულოს 12 დავალება! მეტი მოთხოვნა ამ თვეების განმავლობაში არ უნდა გვქონდეს ნორმალურ ადამიანებს. „ტექნიკური მთავრობის” მოთხოვნა და მსგავსი სახლობანა მოთხოვნები, უნდა დავივიწყოთ ეს პერიოდი, ისევ ისეთ უცნაურ მდგომარეობაში რომ არ ჩაიგდონ მოთხოვნების ავტორებმა თავები. 12 დავალების შესრულება 6 თვეში – ესაა მთავარზე უმთავრესი ამ პერიოდში! ჩვენ, პარტია „მოქალაქეები” ამით ვიქნებით მხოლოდ დაკავებულები! საქართველო არის ევროპა! საქართველოს იქნება პოლიტიკურადაც ევროპის სრულფასოვანი ნაწილი! საქართველო აღარასოდეს იქნება რუსეთი!“, – წერს ალეკო ელისაშვილი.