1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მოლოდინი გვაქვს, რომ ნატოს მადრიდის სამიტზე საქართველოს მიმართ უფრო მკაფიო გზავნილები იქნება”- შალვა პაპუაშვილი
“მოლოდინი გვაქვს, რომ ნატოს მადრიდის სამიტზე საქართველოს მიმართ უფრო მკაფიო გზავნილები იქნება”- შალვა პაპუაშვილი

“მოლოდინი გვაქვს, რომ ნატოს მადრიდის სამიტზე საქართველოს მიმართ უფრო მკაფიო გზავნილები იქნება”- შალვა პაპუაშვილი

753
0

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან ვისაუბრეთ თოთხმეტ-წლიან ჩიხზე, სადაც, ერთის მხრივ, ნატოს წევრობის კარი ღიაა, მაგრამ მეორეს მხრივ, ამისთვის პრაქტიკული ნაბიჯები არ იდგმება – მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით, უსაფრთხოების კუთხით თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, ამ მხრივ იყოს წინსვლა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო სრულად თავსებადია ნატოს სტანდარტებთან და მადრიდის სამიტიდან მკაფიო გზავნილების მოლოდინი აქვს.

 

„საქართველო, ფაქტობრივად, უკვე სრულად თავსებადია ნატოს სტანდარტებთან. ჩვენი შეიარაღებული ძალების 80%-ზე მეტს სხვადასხვა ფორმით მიღებული აქვს მონაწილეობა ნატოს მისიებში თუ სხვადასხვა სახის ტრენინგებში და ამ კუთხით, თავსებადია. იცით, რომ იყო ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაწილე საერთაშორისო მისიებში, მათ შორის, ავღანეთში და ამ მხრივ, საქართველო ამტკიცებს, რომ ის, ისე, რომ არ არის ნატოს წევრი, საკუთარი ქცევით, სწორედ პასუხისმგებლობას იღებს, იმავე პასუხისმგებლობას, როგორსაც იღებენ ნატოს წევრი ქვეყნები და არის, არა მხოლოდ, უსაფრთხოების სისტემის მომხმარებელი, არამედ კონტრიბუტორი. აქედან გამომდინარე, მოლოდინები გვაქვს, რომ მადრიდის სამიტზე საქართველოს მიმართ უფრო უფრო მკაფიო გზავნილები იქნება. ახლა მნიშვნელოვანია, რომ სიტყვები გადაიქცეს საქმედ და ნატოს წევრობის გზაზე ჩვენ უფრო ნათელი გზამკვლევი და ნათელი გეგმა მოგვეცეს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

მადრიდის სამიტი თბილისის დროით 17:20 საათზე გაიხსნება. მანამდე NATO-ს გენერალური მდივნისა და ესპანეთის მთავრობის პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. იენს სტოლტენბერგმა საქართველოსთვის დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცება დაანონსა, თუმცა ჯერ კონკრეტული დეტალები უცნობია.

 

მადრიდის სამიტში მონაწილეობას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს.