1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ტეხასში მიტოვებულ სატვირთო მანქანაში 50 -მდე ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს
ტეხასში მიტოვებულ სატვირთო მანქანაში 50 -მდე  ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

ტეხასში მიტოვებულ სატვირთო მანქანაში 50 -მდე ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

501
0

ტეხასის შტატის ქალაქ სან ანტონიოში სატვირთო მანქანაში სულ მცირე 50  ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.

ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. 

 

 გარდაცვლილები სავარაუდოდ მიგრანტები არიან.

 

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, 16 გადარჩენილი, მათ შორის ოთხი ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

 

სატვირთო მანქანა სან ანტონიოს რკინიგზასთან ახლოს აღმოაჩინეს. უცნობია, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან გარდაცვლილები.

 

ამჟამად პოლიცია მანქანის მძღოლს ეძებს, რომელიც სავარაუდოდ ადგილიდან მიიმალა.

 

სან ანტონიო მექსიკის საზღვრიდან 250 კილომეტრში მდებარეობს. ჰაერის ტემპერატურა აღნიშნულ რაიონში ორშაბათს 39 გრადუსს აღემატებოდა.

 

ტეხასის გუბერნატორმა, გრეგ ებოტმა მომხდარში პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაადანაშაულა. ებოტი მიიჩნევს, რომ ეს არის ბაიდენის ღია საზღვრების პოლიტიკის შედეგი.

 

მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარსელო ებრაედის განცხადებით, ქვეყნის კონსული შემთხვევის ადგილისკენ გაემართა.