“ნაციონალურ მოძრაობასთან” პრემიერობის კანდიდატი კი არა, არაფრის კანდიდატი არ გვეყოლება საერთო”-მიხეილ დაუშვილი
ჩვენ არავისთან შერწყმას და გაერთიანებას არც ვგეგმავთ, არც ვგეგმავდით და არც დავგეგმავთ, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“, -აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“ წევრი მიხეილ დაუშვილი.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც ყველაზე ეფექტურად და ხშირად ეხმარება „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნებაში.
„არავითარ გაერთიანებას ჩვენ განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ განვიხილავთ. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით ნებისმიერ ძალებთან თანამშრომლობისთვის, იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის და ნატოს სრულფასოვანი წევრი და იმისათვის, რომ ზეპარტიული ამოცანები, რაც არის მაგალითად, დეოკუპაცია – ამას მივაღწიოთ. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საერთო პრემიერობის კანდიდატი კი არა, არაფრის კანდიდატი არ გვეყოლება“, – განაცხადა დაუშვილმა.