1. Home
  2. TOP სიახლე
  3. თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან: შემდეგი შერბილება – ამ კვირაში თუ შემდეგ სხდომაზე?
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან: შემდეგი შერბილება – ამ კვირაში თუ შემდეგ სხდომაზე?

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან: შემდეგი შერბილება – ამ კვირაში თუ შემდეგ სხდომაზე?

240
0

მაისის სავალუტო შემოდინებები წლიურ ჭრილში დანორმალიზდა, განსაკუთრებით აშშ დოლარში გამოხატული ექსპორტისა და იმპორტის კუთხით, სადაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა.

ეს ძირითადად წინა წლის მაღალი საბაზო ეფექტით არის გამოწვეული. გზავნილების მხრივ, აღსანიშნავია, რომ შესაბამისი შესწორების შემდეგ, ზრდის ტემპი მაინც შედარებით მაღალია. წინა პერიოდთან მიმართებით – ნაკლები, თუმცა მაინც ასევე მაღალია ტურისტული შემოდინებები მიგრანტების სრულად და ნაწილობრივ გათვალისწინების შემთხვევაშიც. წმინდა სავალუტო შემოდინებების შეფასება კვლავ ძლიერია, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მაისში ლარის სისუსტე სწორედ შეცვლილი სენტიმენტების შედეგი იყო. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ უახლესი მონაცემებით, კერძოდ დეპოზიტების ყოველდღიურ სავალუტო კომპოზიციაზე დაყრდნობით, სენტიმენტები კვლავ უკვე ლარის სასარგებლოდ შეიცვალა.

მიმდინარე კვირა სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების კუთხით იქნება საინტერესო. თიბისი კაპიტალის შეფასებით, როგორც შერბილების, ასევე განაკვეთის უცვლელად დატოვების არგუმენტებიც არსებობს, თუმცა როგორც ჩანს, მათი უმეტესობა შერბილების მხარდამჭერია. ამ ფონზე, თიბისი კაპიტალის ბოლო პროგნოზი მიმდინარე წლის დეკემბრისათვის, რომელიც რეფინანსირების განაკვეთის 9.5%-მდე დაწევას ითვალისწინებდა, მართალია მცირედით, მაგრამ უფრო პესიმისტური ჩანს, ვიდრე ოპტიმისტური.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.