1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “სააკაშვილს მინდა მივმართო: თუ ქვეყანა უყვარს, შეწყვიტოს ეგომანიაკობა” – ნათია მეზვრიშვილი
“სააკაშვილს მინდა მივმართო: თუ ქვეყანა უყვარს, შეწყვიტოს ეგომანიაკობა” – ნათია მეზვრიშვილი

“სააკაშვილს მინდა მივმართო: თუ ქვეყანა უყვარს, შეწყვიტოს ეგომანიაკობა” – ნათია მეზვრიშვილი

2.85K
0

მიხეილ სააკაშვილს Mikheil Saakashvili მინდა მივმართო – თუ მართლა ქვეყანა უყვარს (და არა მხოლოდ საკუთარი თავი), შეწყვიტოს ეგომანიაკობა, გაწყვიტოს ყველანაირი კავშირი პოლიტიკასთან, ღირსეულად მოიხადოს სასჯელი, შეეგუოს, რომ არის წარსული და გზა დაუთმოს მომავალს, – ამის შესახებ  პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

“ვარდების რევოლუციის დროს სტუდენტი ვიყავი. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, კორუფციის და ნეპოტიზმის გარეშე, ღია კონკურსით მოვხვდი პროკურატურაში. ბევრი ჩემნაირი ახალგაზრდისთვის გაიხსნა სახელმწიფო უწყებების კარი. უამრავი კარგი გაკეთდა საპატრულო პოლიციის რეფორმით დაწყებული ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლით დამთავრებული. მაგრამ … ხალხმა ვერ და სამართლიანად არ გაპატიათ გირგვლიანი და სხვა მძიმე დანაშაულები, წამება და არაადამიანური მოპყრობა ციხეებში, 26 მაისი, იმედის დარბევა და ა.შ. და გაგიშვათ ხელისუფლებიდან. არ გაპატიათ გარყვნა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად ხალხის ტერორი (ზუსტად ისე, როგორც ოცნებას არ აპატიებენ). დანაშაულები იმდენად მასშტაბური და სისტემური იყო, რომ ყველა კარგი საქმე გადაწონა. შესაბამისად, ამაოა მცდელობა ხალხს დაავიწყოთ ცუდი, მითუმეტეს, როცა თავად ეს ცუდი არასოდეს გადაგიფასებიათ და მინიმუმ ბოდიში არ მოგიხდიათ.

 

ამ ფონზე, ნებისმიერი მისი პოლიტიკური აქტიურობა არის საჩუქარი ოცნებისთვის. 11 წელია ამ საჩუქრებს ჩუქნის და ოცნების ხელისუფლებაში ყოფნას ახანგრძლივებს. ბოლო 2 წელია საზოგადოება და საკუთარი ამომრჩეველი მისი ცხოვრებით და როგორც აღმოჩნდა, ტყუილებში აცხოვრა. ესეც არ იკმარა და გადაწყვიტა ოცნებას კიდევ ერთხელ, ამჯერად ყველაზე კრიტიკულ მომენტში, გაუწოდოს დახმარების ხელი. ახლა ოცნების დახმარება, ღალატის ტოლფასია იმიტომ, რომ სასწორზე ქვეყნის ევროპული მომავალი დევს.

 

შესაბამისად, როგორც ჩამოვიდა, ისე მოიხადოს სასჯელი და დაეხსნას ქართულ პოლიტიკას. შეუძლებელია წარსულმა, რომელიც აწმყოს ვერ ქმნის, შექმნას მომავალი. გაიაზროს, რომ არის წარსული და იქნებ შემდეგ ხალხმა ის კარგიც დაინახოს, რაც ცუდის კეთებამდე უკეთებია”,- წერს ნათია მეზვრიშვილი.