16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
მოემზადეთ რთული დღისთვის, როცა მოულოდნელად ბევრი პრობლემა გექნებათ გადასაჭრელი. გარშემომყოფების უაზრო ფუსფუსი და უადგილო კითხვები გაღიზიანებთ და კონფლიქტისკენ გიბიძგებთ, ამიტომ ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. სავარაუდოდ, ამ დღეს ოჯახის წევრებზე დაკვირვება და მათი შეცდომების გამოსწორება მოგიწევთ. მხოლოდ ინტუიციის იმედად ნუ იქნებით – ეცადეთ თავი დაიზღვიოთ.
კურო
აუცილებელი არ არის სტერეოტიპები დაიცვათ, განსაკუთრებით – თუ რთულ საკითხებზე მუშაობთ. ეცადეთ, პრობლემებს ახლებურად შეხედოთ. ეს დღე ნათელ ემოციებს გპირდებათ. მთავარია, თუ რამე ვერ გაიგეთ, კითხვები დასვათ და სიმართლე გაარკვიოთ.
ტყუპები
რთული და ნაყოფიერი დღეა. ახალი გამოწვევები გელით და დიდი ძალისხმევა მოგიწევთ, რომ ყველაფერს გაუმკლავდეთ. სიტუაცია თქვენგან, პროფესიული საქმიანობის გარდა, საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებასაც მოითხოვს, ამიტომ ეცადეთ, უმნიშვნელო საკითხებზე დრო არ დაკარგოთ. ოჯახის წევრების დარიგება ძალიან დაგეხმარებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ენერგია სიყვარულზე და არა ჩხუბზე დახარჯოთ.
კირჩხიბი
შესაძლოა, მოვლენების განვითარებამ გეგმების შეცვლა გაიძულოთ. პრობლემა მოულოდნელ დროს და მოულოდნელ ადგილზე წარმოიქმნება და მასთან გამკლავებისთვის დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ. თანამოსაუბრეების მანიპულირებას არ ეცადოთ, თორემ კონფლიქტს თავიდან ვერ აიცილებთ.
ლომი
ნუ აჩქარდებით. ამ დღეს ყველაფერი ფრთხილად და გააზრებულად უნდა აკეთოთ. ფინანსურ საკითხებს მეტი ყურადღება მიაქციეთ. გადახედეთ ოჯახის ბიუჯეტს და ეცადეთ, ფული ეკონომიურად ხარჯოთ, რათა რთულ სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ. ეცადეთ, ურთიერთობაში უფრო დამთმობი და ლმობიერი გახდეთ – აუცილებელი არაა საკუთარი სიმართლე ნებისმიერ ფასად ამტკიცოთ.
ქალწული
ემოციები აკონტროლეთ და ეცადეთ, ცხელ გულზე ნათქვამი სიტყვით საყვარელი ადამიანი არ გაანაწყენოთ. მნიშვნელოვანი ამოცანები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ, როცა ენერგიის დონე მაღალია და პლანეტების მხარდაჭერა საგრძნობი. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც შეცდომებისა და იმპულსური ქმედებებისგან დაგიცავთ.
სასწორი
იმისთვის, რომ მოლოდინები არ გაგიცრუვდეთ, გეგმების შედგენისას გაითვალისწინეთ თქვენი კონტროლის მიღმა არსებული გარემოებები. ამ დღეს მაინც ნურავის დაეყრდნოთ – დანაპირებს არ შეგისრულებენ. ამიტომ დღე დაძაბული იქნება, თუმცა სიტუაცია მალე გამოსწორდება.
მორიელი
მნიშვნელოვანი დღეა, როცა მოვლენებს თქვენთვის სერიოზული შედეგები ექნება. თქვენი ნებისმიერი უჩვეულო წამოწყება გარშემო მყოფთა მოწონებას დაიმსახურებს. თანაც – სულ ერთია, რას შეცვლით. გახსოვდეთ, რომ წარმატებული ექსპერიმენტებით ბევრის მიღწევაა შესაძლებელი.
მშვილდოსანი
ამ დღეს გარემოებები იმდენად სწრაფად იცვლება, რომ ყველა გეგმის გადავადება მოგიწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ახლად წარმოქმნილი პრობლემები ამ დღესვე მოაგვაროთ. საყვარელ ადამიანებთან სერიოზული ან უსიამოვნო საუბარი კი სასურველია ხვალისთვის გადადოთ. ამ დღეს გექნებათ შესაძლებლობა, ძალიან მნიშვნელოვან ადამიანებს თავი მოაწონოთ.
თხის რქა
საინტერესო დღე გელით. ვარსკვლავები ახალ შეხვედრებს, ნათელ შთაბეჭდილებებს და კარგ განწყობას გპირდებიან. სავარაუდოდ, სამსახურში ახალ პროექტს დაიწყებთ, რომელსაც დიდი ხანია, ელოდით. ფრთხილად იყავით, ვიღაც თქვენთვის მახის დაგებას ცდილობს. იდეალური დღეა ყველაზე უჩვეულო, თუნდაც ფანტასტიკური მოქმედებისთვის. დროთა განმავლობაში ამ წარმოუდგენელი იდეებიდან ბევრი რეალობად იქცევა.
მერწყული
ურთიერთობის ან მუშაობის დროს ფრთხილად უნდა იყოთ. თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისგან, რაც სასურველ შედეგს არ გამოიღებს და, რაც მთავარია, ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რათა საყვარელი ადამიანი უმიზეზოდ არ გაანაწყენოთ. კარგი დღეა წარსულის შეცდომებთან დაბრუნებისა და მათი გამოსწორებისთვის. მოერიდეთ ნეგატიურად განწყობილ ადამიანებს.
თევზები
ამ დღეს გაუთვალისწინებელი ბარიერების წარმოქმნის რისკი არსებობს, თუმცა ნუ ეცდებით ამ ბარიერებთან „ჭიდაობას“ და მათ მოშლას, უმჯობესია, მოიფიქროთ, როგორ შეიძლება მათთვის გვერდის ავლა. ამ დღეს აჩქარება კარგს არაფერს მოიტანს.