1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა
  4. ,,ზოგადად, კარგია იცოდე ქვეყანაში ორგანიზაციების ფული საიდან მოდის”- მარკეტა გრეგოროვა
,,ზოგადად, კარგია იცოდე ქვეყანაში ორგანიზაციების ფული საიდან მოდის”-  მარკეტა გრეგოროვა

,,ზოგადად, კარგია იცოდე ქვეყანაში ორგანიზაციების ფული საიდან მოდის”- მარკეტა გრეგოროვა

82
0

ზოგადად, კარგია იცოდე ქვეყანაში ორგანიზაციების ფული საიდან მოდის და ამიტომ განვიხილავთ კანონის ევროპულ ვერსიას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„მაგრამ როგორც აღვნიშნე, ეს საკმაოდ დაბალანსებული უნდა იყოს“, – აღნიშნა მარკეტა გრეგოროვამ.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტში შესული „გამჭვირვალობის კანონი“
აბსოლუტურად განსხვავებულია ევროპულისგან და ევროპულ სტანდარტს არ შეესაბამება. ევროპარლამენტარის აზრით, ეს კანონი ნებისმიერმა პოლიტიკურმა აქტორმა შეიძლება ბოროტად გამოიყენოს სამოქალაქო სექტორის შევიწროების მიზნით.