1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა
  4. ,,დეზინფორმაციასთან ბრძოლა დღევანდელი გამოწვევაა”- დავით კაჭარავა
,,დეზინფორმაციასთან ბრძოლა დღევანდელი გამოწვევაა”- დავით კაჭარავა

,,დეზინფორმაციასთან ბრძოლა დღევანდელი გამოწვევაა”- დავით კაჭარავა

47
0

დეზინფორმაციასთან ბრძოლა დღევანდელობის გამოწვევაა, – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, სხდომაზე განიხილეს და მიიღეს მოხსენებების პროექტები თემებზე: „დეზინფორმაციის გავლენა საპარლამენტო საქმიანობაზე” და „პარლამენტების როლი ფრანგული ენის ხელშეწყობაში”.

„კონფერენციის მთავარი თემა იყო დეზინფორმაციის მართვა და გავლენები. დეზინფორმაციასთან ბრძოლა დღევანდელობის გამოწვევაა. ასამბლეამ იმსჯელა იმ გამოწვევებზე, რასაც დეზინფორმაციასთან ბრძოლა ქვია და იმ გზებზე, რომელიც ამ კუთხით უნდა გაიაროს თითოეულმა ქვეყანამ. ამ კუთხით გამოცდილების გაზიარება ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია,“ – განაცხადა დავით კაჭარავამ, რომელიც ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრია.