1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ყველასა და ყველაფერს ებრძვიან”- დავით ქართველიშვილი მარკეტა გრეგოროვას განცხადებაზე
“ყველასა და ყველაფერს ებრძვიან”- დავით ქართველიშვილი მარკეტა გრეგოროვას განცხადებაზე

“ყველასა და ყველაფერს ებრძვიან”- დავით ქართველიშვილი მარკეტა გრეგოროვას განცხადებაზე

303
0

„მსოფლიო ომების ფონზე, ერთადერთი, რასაც სერიოზულად, დაუღალავად და მიზანმიმართულად ებრძვის – ეს არის „იბერიის გაბრწყინება“. ებრძვიან ყველასა და ყველაფერს, რაც ამ გარდაუვალ პროცესთან არის დაკავშირებული“, – ასე გამოეხმაურა ექსპერტი დავით ქართველიშვილი ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას განცხადებას, რომელიც აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ მოწოდება ბიძინა ივანიშვილს ეხება.

 

„ამას ავადმყოფობაც აღარ ჰქვია. გინდა არ გინდა, გადაჰყავხარ ესქატოლოგიურ პერიოდში, თითქოს მსოფლიოს „ბატკნებად“ და „ციკნებად“ დიდ სამსჯავროზე წარდგენის ჟამი უკვე გვიახლოვდება და ანტიქრისტესიული პლანეტის მთელი ძალისხმევა მიმართულია საქართველოზე, რომელმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში, ისეთ კატეგორიებში განმტკიცება დაიწყო, როგორიც არის მართლმადიდებლობის უზენაესობა, ეროვნული თავმოყვარეობა, იდენტობა, ტრადიციონალიზმი – რაც პლანეტას არა თუ დაკარგული აქვს, არამედ რისი რენესანსის არანაირი სურვილიც არ აქვს. იქმნება იმის სრული სიურეალისტური შთაბეჭდილება, რომ მსოფლიო, საკუთარი კრიზისის, ომების ფონზე ერთადერთი რასაც სერიოზულად, დაუღალავად და მიზანმიმართულად ებრძვის – ეს არის „იბერიის გაბრწყინება“, რომელიც მან არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას. ებრძვიან ყველასა და ყველაფერს, რაც ამ გარდაუვალ პროცესთან არის დაკავშირებული.

 

თითქოს, ყოველ დილით, პირველი, რითაც ინტერესდებიან – ცოცხალია თუ არა ჯერ კიდევ საქართველოს პატრიარქი და შეიყვანეს თუ არა ივანიშვილი სასანქციო პაკეტში. განკაცებული ეშმაკების ხილვის პერიოდიც დაგვიდგა, ამის „სიამოვნება“ ყოველდღიურად გვაქვს, შინ თუ გარეთ. მათი ბელადის ლპობა და აყროლება მათი შინაგანი მდგომარეობის სიმბოლოა. მათ იბერიის არც ერთი წარმატება თუ სახალხო ზეიმი, დიდი ხანია, აღარ ახარებთ, ეს ყველაფერი მხოლოდ მათი ლპობის პროცესებს აჩქარებს, ივანიშვილი კი ამ პროცესების მთავარ კატალიზატორად მიაჩნიათ, ამიტომაც ებრძვიან გაშმაგებულად“, – წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.