1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ” ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების გამოყენება არც პერსპექტიული მგონია და არც საფუძვლიანი” –  მიხეილ სარჯველაძე
” ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების გამოყენება არც პერსპექტიული მგონია და არც საფუძვლიანი” –  მიხეილ სარჯველაძე

” ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების გამოყენება არც პერსპექტიული მგონია და არც საფუძვლიანი” –  მიხეილ სარჯველაძე

324
0

ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების გამოყენება არც პერსპექტიული მგონია და არც საფუძვლიანი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

სარჯველაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების ამოქმედება მოსალოდნელი არ არის.

 

მან ასევე ისაუბრა დეოლიგარქიზაციის შესახებ. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ევროკომისიის მიერ დადგენილი რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციის შესახებ არ გულისხმობს კონკრეტული პირის წინააღმდეგ განსახორციელებელ აქტივობას.

 

„ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რომ დეოლიგარქიზაციის ის სტანდარტი, რომელიც რეკომენდირებულია საქართველოსთან მიმართებით, ანალოგიურად რეკომენდირებულია უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და სხვა სახელმწიფოებისთვის.

ეს ნიშნავს არა იმას, რომ რომელიმე კონკრეტული პირის წინააღმდეგ უნდა განხორციელდეს აქტივობა, არამედ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკაზე გავლენის შესაძლებლობის შემზღუდავი სისტემა უნდა იყოს წარმატებით ფუნქციონირებადი“, – განაცხადა სარჯველაძემ.