1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ყველა უსახლკარო ოჯახი ბინით დაკმაყოფილდება – კახა კალაძე
ყველა უსახლკარო ოჯახი ბინით დაკმაყოფილდება – კახა კალაძე

ყველა უსახლკარო ოჯახი ბინით დაკმაყოფილდება – კახა კალაძე

822
0

დედაქალაქის მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის პროცესს განაგრძობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, ჯამში 53 ბინაა შესყიდული.

 

„მინდა, მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია უსახლკაროთა საცხოვრებელებით უზრუნველყოფის პროგრამის შესახებ, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. 53 ბინა არის შეძენილი და ხდება ამ ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება. უსახლკაროს სტატუსი, დაახლოებით, 400-მდე ოჯახს აქვს. ჩემი საარჩევნო დაპირება იყო, რომ არც ერთი უსახლკარო თბილისელი საცხოვრებელი ფართის გარეშე არ დარჩება.   ყველას გვერდით დავუდგებით და მომდევნო წლების განმავლობაში, ყველა ასეთი ოჯახი ბინებით იქნება დაკმაყოფილებული. ვისაც სტატუსი ჯერ არ აქვს, უნდა მიმართოთ შესაბამის უწყებას, რომელიც აგიხსნით, რა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

დედაქალაქის მერია წლის ბოლომდე უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის დამატებით, სამი ბინის შესყიდვას გეგმავს.