1. Home
  2. TOP სიახლე
  3. XXII ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაში მონაწილე კომპანიები სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოვდნენ
XXII ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაში მონაწილე კომპანიები სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოვდნენ

XXII ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაში მონაწილე კომპანიები სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოვდნენ

337
0

მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს  რეიტინგის XXII გრანდიოზული, საზეიმო ცერემონიალი, საგურამოში, „სევსამორა რეზორტი და სპა“- ს კომპლექსში გაიმართა. გალა საღამოზე, ტრადიციულად, რჩეულთა შორის რჩეული კომპანია, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა. ბიზნესის ეროვნული ჯილდოს, გრან-პრის მფლობელი კომპანია “პეტროკას ენერჯი ჯორჯია” – ივანე ნაკაიძე გახდა.

ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები ტრადიციისამებრ, “ზარაფხანას” მიერ შექმნილი უნიკალური კომპოზიციებით, სამკერდე ოქროს ლომებით დაჯილდოვდნენ. 

1) ნომინაციაში – ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები, დასაქმებაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს ეკონომიკის მტკიცე საყრდენი  – “ავერსი” და პაატა კურტანიძე დასახელდა.

2) ნომინაციაში – უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფი, მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, რეგიონში  უმსხვილესი დამსაქმებელი – “არემჯი”  და გიორგი ჩხეიძე დასახელდა.

3) ნომინაციაში – ძველი ტრადიციების თანამედროვე გაგრძელება, წარმატებული ქართული ბრენდი საერთაშორისო ბაზრებზე – “ასკანელი ძმები” და ირაკლი უგლავა დასახელდა.

4) ნომინაციაში – ხარისხის გარანტი, დასავლური ტიპის მომსახურება, მსხვილი დამსაქმებელი – “გალფი” და ქრეიგ კრამერი დასახელდა.

5) ნომინაციაში – მომხმარებლის არჩევანი, მაღალტექნოლოგიური საწარმო, ქართული ნედლეულის უცხოური სტანდარტი – “დანქინი”  და სოსო ფხაკაძე დაჯილდოვდა.

6) ნომინაციაში – ქართული გემოს მრავალფეროვნება, მაღალტექნოლოგიური წარმოებ, საექსპორტო ბაზრის ლიდერი – “დუგლაძეების ღვინის კომპანია და  ბესო თევდორაშვილი დასახელდა.

7) ნომინაციაში – პროფესიონალთა გუნდი, თანამედროვე და ინოვაციური ვაგონების წარმოებაში შეტანილი წვლილისთვის – “ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი” და ბადრი წილოსანი დასახელდა.

8)  ნომინაციაში – მაღალტექნოლოგიური ლოჯისტიკური ჰაბი, წლის წარმატებული ინვესტიცია – “ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფი” და მამუკა მურჯიკნელი დაჯილდოვდა.

9) ნომინაციაში – მდგრადი წარმოების პრინციპების დაცვა, ტრადიციული და თანამედროვე დიზაინის შერწყმა, ქართული კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენა და პოპულარიზაცია – “ზარაფხანა” და თორნიკე სამხარაძე დასახელდა.

10) ნომინაციაში – ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიები, უალტერნატიო ლიდერი ავიაინდუსტრიაში – “თამ მენეჯმენტი” და კახაბერ ჟღენტი დაჯილდოვდა.

11) ნომინაციაში -მოდელების ფართო არჩევანი, მდგრადი საგარანტიო მომსახურება, ავტომობილების იმპორტში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის, იმპორტი შუამავლის გარეშე – “კავკასიის ავტოიმპორტი” ალექსანდრე ვეკუა დასახელდა.

12) ნომინაციაში – ბრილიანტის ინვესტორი, ქვეყნის სავიზიტო ბარათი – “კასს ლენდი” და ეკატერინე თორდია დასახელდა.

13) ნომინაციაში – პროფესიონალთა გუნდი, მცირე ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის – “ლიდერ კრედიტი” და მურმან მირცხულავა დაჯილდოვდა.

14) ნომინაციაში -მწვანე  პროექტებით ქვეყნის სამშენებლო ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის – “ლისი დეველოპმენტი” და ზურა ფიჩხაია დასახელდა.

15) ნომინაციაში – ძველი და ახალი ტრადიციების შერწყმა, ეროვნული წარმოება და მაღალი ეკოლოგიური ბიოსტანდარტი – “მარანი სევსამორა” და გიორგი გაგუა დასახელდა.

16) ნომინაციაში – მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიების დანერგვაში შეტანილი წვლილისთვის – “მედიქალ ვორლდი” და ლევან ქობალია დაჯილდოვდა.

17) ნომინაციაში – საქართველოს დესპანი მსოფლიოში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში შეტანილი წვლილისთვის – “მეღვინეობა ბადაგონი” და მარი გიორგაძე დასახელდა.

18) ნომინაციაში – უმსხვილესი დამსაქმებელი, მომხმარებლის არჩევანი, მომსახურების ევროპული სტანდარტი – “პე ეს პე” და ვაჟა ოქრიაშვილი დასახელდა.

19) ნომინაციაში – უმსხვილესი ნავთობგასამართი სადგურების ქსელი, მსოფლიოს წამყვანი ავიახაზების რჩეული, ქვეყნის ეკონომიკაში შეტანილი წვლილისთვის – “პეტროკას ენერჯი ჯგუფი” და დავით ნაკაიძე დაჯილდოვდა.

20) ნომინაციაში – ლიდერი რეპროდუქციულ მედიცინაში, პროფესიონალ ექიმთა გუნდი – რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი „უნივერსი“ – ჯენარო ქრისტესაშვილი დასახელდა.

21) ნომინაციაში – საერთაშორისო სტანდარტების ინიციატორი, სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მოწყობის საიმედო და სტაბილური პარტნიორი – საინჟინრო კომპანია “იმპოსტი მეპ” და ვაკო კუვშინოვი დასახელდა.

22) ნომინაციაში – ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და სახელმწიფო  ბიუჯეტში შეტანილი წვლილისთვის – “საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” და ოლექსი ვილხოვოი დაჯილდოვდა.

23) ნომინაციაში – უმსხვილესი დამსაქმებელი, ქვეყნის ენერგორესურსების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის – “სოკარი” და ირაკლი ზუბიტაშვილი დასახელდა.

24) ნომინაციაში – ეროვნული წარმოება, დარგის ლიდერი და ხარისხის გარანტი – “ქალაქური” და მურად ღოღაძე დაჯილდოვდა.

25) ნომინაციაში – პროფესიონალიზმზე ორიენტირებული განათლება, განათლების საერთაშორისო სტანდარტები – “შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი” და ექრემ დინდაროლი დასახელდა.

26) ნომინაციაში – საერთაშორისო ბაზრის ლიდერი, ინოვაციური პროდუქტები, პროფესიონალთა გუნდი – “ჯორჯიან პროდაქტს” და დავით ბარდაველიძე დაჯილდოვდა.

ცნობისათვის, პროექტის მიზანია: ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს – ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. 

უკვე დიდი ხანია ღონისძიება საერთაშორისო სტატუსით სარგებლობს და მაღალი რეპუტაციიდან გამომდინარე მუდმივად მედიის და საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. ბიზნეს რეიტინგში მონაწილეობამ, არა ერთ კომპანიას და ბიზნესმენს მისცა წინსვლის და განვითარების უფრო დიდი პერსპექტივა.