თბილისში, მარცხენა სანაპიროს მიმდებარედ მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
კერძოდ, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, გერმანული ჰოსპიტალის მიმდებარედ, საცხოვრებელ კორპუსში ცოლ-ქმარი მაშინ ჩაცხრილეს, როდესაც ისინი ლიფტს ელოდებოდნენ.
