1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული ძალებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში უკრაინის დროშა აღმართა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული ძალებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში უკრაინის დროშა აღმართა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული ძალებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში უკრაინის დროშა აღმართა

234
0

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული ძალებისგან გათავისუფლებულ იზიუმში უკრაინის დროშა აღმართა. აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესმდივან სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით წერს.

სერგეი ნიკიფოროვის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა ქალაქ იზიუმში, ხარკოვის რაიონში, სადაც მონაწილეობა მიიღო უკრაინის სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიაში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის გარდა, იზიუმში იმყოფებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი და უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.

როგორც მედია წერს, ქალაქი იზიუმი უკრაინელებმა რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს ხარკოვის რაიონში განხორციელებული კონტრშეტევის შედეგად. ამასთან, გუშინ უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ ხარკოვის ოლქში დაახლოებით 300 დასახლება გათავისუფლდა ოკუპანტებისგან.