1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი ხალხის თვალში საკუთარი თავი გაინადგურა-ილონ მასკი
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი ხალხის თვალში საკუთარი თავი გაინადგურა-ილონ მასკი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი ხალხის თვალში საკუთარი თავი გაინადგურა-ილონ მასკი

1.29K
0

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მილიარდერი ილონ მასკი აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.

„ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი ხალხის თვალში საკუთარი თავი გაინადგურა“, – დაწერა მასკმა.

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის პრეზიდენტმა კი თეთრი სახლი დატოვა. ამასთან, შეხვედრის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ზელენსკი მზად არ არის მშვიდობისთვის, ის პატივს არ სცემს ამერიკელ ხალხს ოვალურ კაბინეტში. შეუძლია, დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება“.