1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ” VIP პალატაშია ადამიანი, ეუბნებიან „შენი ჭირიმე, აბა, ჭამე”, „აბა, წამალი მიიღე”, „აბა, მოისვენე“, სანაცვლოდ იღებენ გინებას, ლანძღვას”-ირაკლი ზარქუა
” VIP პალატაშია ადამიანი, ეუბნებიან „შენი ჭირიმე, აბა, ჭამე”, „აბა, წამალი მიიღე”, „აბა, მოისვენე“, სანაცვლოდ იღებენ გინებას, ლანძღვას”-ირაკლი ზარქუა

” VIP პალატაშია ადამიანი, ეუბნებიან „შენი ჭირიმე, აბა, ჭამე”, „აბა, წამალი მიიღე”, „აბა, მოისვენე“, სანაცვლოდ იღებენ გინებას, ლანძღვას”-ირაკლი ზარქუა

168
0

VIP პალატაშია ადამიანი და იქაც ეუბნებიან „შენი ჭირიმე, აბა, ჭამე”, „აბა, წამალი მიიღე”, „აბა, მოისვენე”, არავინ ვართ ბედნიერი იმით, რაც ვნახეთ, თუმცა, ეს ალბათ, აუცილებელი იყო, რომ რეალობა ყველას ენახა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, გავრცელებული კადრებით, წერტილი დაესვა სპეკულაციას, რომ სააკაშვილს კლავენ.

 

„გუშინ გავრცელდა კადრები, თუმცა, ამას ჰქონდა თავის საფუძველი, მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გვახსოვს ამ მწვალებელთა პარტიიდან, მათ შორის, სატელიტები ვინც არიან, ექსპერტები, დაქირავებული ლობისტები ვინც არიან, მათ შორის, ნამუსგარეცხილებიდან როგორ ამბობდნენ, რომ „კლავენ პატიმარ სააკაშვილს“, „ცუდად არის“, „სისტემა ძალადობს“ და ა.შ.

 

კადრების გასაჯაროების გადაწყვეტილება, მიღებული იქნა, სავარაუდოდ, გამომდინარე იქიდან, რომ ამ სპეკულაციას დაესვას წერტილი. ასევე, საჯარო ინტერესიც მაღალი იყო. ცხადად იხილა მთელმა მსოფლიომ, რომ ის არის კლინიკაში, კეთილმოწყობილ გარემოში.

 

პირიქით, მისი მხრიდან ვნახეთ ძალადობის მთელი რიგი კასკადი, ვნახეთ, როგორ ცდილობს თვითდაზიანება მიიყენოს და ხან ლოგინიდან ვარდება, ხან ემოციურად გამოხატავს. ვინც ემსახურებიან, ცდილობენ გვერდში დაუდგენენ და იმათზე როგორ ძალადობს. არავინ არის ამით ბედნიერი რაც ვნახეთ, უბრალოდ ეს მავნებლები თავიანთი ვიწროპარტიული ქულები რომ დაიწერონ, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოება რომ შეცდომაში შეიყვანონ, ამბობდნენ, რომ აი, სახელმწიფო ძალადობს, აწამებს პატიმარ სააკაშვილს, ამას ხომ წერტილი დაესვა?! გუშინ ყველამ ცხადად, ნათლად იხილა, რომ არავინ აწამებს, პირიქით, დაწყებული რიგითი სანიტრიდან, დამთავრებული ექიმით ცდილობენ გვერდში დაუდგნენ, სანაცვლოდ იღებენ გინებას, ლანძღვას, ხელის კვრას, ძალადობას პატიმარი სააკაშვილისგან. გვახსოვს, რა მდგომარეობაში ამყოფებდა სააკაშვილის რეჟიმი სამართლიანად თუ უსამართლოდ პატიმრობამისჯილებს. დღეს ვნახეთ VIP პალატაშია ადამიანი და იქაც ეუბნებიან “შენი ჭირიმე, აბა, ჭამე”, “აბა, წამალი მიიღე”, “აბა, მოისვენე” და ვნახეთ ის რაც ვნახეთ. არავინ ვართ ბედნიერი, რაც ვნახეთ, თუმცა, ეს ალბათ, აუცილებელი იყო, რომ რეალობა ყველას ენახა”, – განაცხადა ზარქუამ.

 

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კადრები გაავარცელა. უწყების ინფორმაციით, ვიდეოკადრები სხვადასხვა პერიოდში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას ასახავს.