1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “პროცესები უნდა წარიმართოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვით” – კელი დეგნანი
“პროცესები უნდა წარიმართოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვით” – კელი დეგნანი

“პროცესები უნდა წარიმართოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვით” – კელი დეგნანი

165
0

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სააკაშვილის სასამართლო პირადი ცხოვრების უფლების დაცვით უნდა წარიმართოს.

 

„მთავრობის ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, დაიცვას მიხეილ სააკაშვილის უფლებები, რომ მიიღოს საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება და შემდეგ სამართლიანი სასამართლო. ძირითადად ეს  მთავრობის პასუხისმგებლობაა. სასამართლო მოსმენები მიმდინარეობს. სამართლებრივი პროცესები უნდა გაგრძელდეს ძირითადი ადამიანის უფლებების დაცვით, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვით და სამართლიანი სასამართლოს შესაბამისად“, – აცხადებს საქართველოში აშშ-ის ელჩი.