1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში, რუსეთის ჩათვლით, გინახავთ ასეთი სიველურე და უმსგავსობა?”-მიხეილ სააკაშვილი
“მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში, რუსეთის ჩათვლით, გინახავთ ასეთი სიველურე და უმსგავსობა?”-მიხეილ სააკაშვილი

“მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში, რუსეთის ჩათვლით, გინახავთ ასეთი სიველურე და უმსგავსობა?”-მიხეილ სააკაშვილი

251
0

გუშინ სისტემამ მთელი მსოფლიოს დასანახად ბოლომდე გაიფარჩაკა თავი, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილში.

მიხეილ სააკაშვილის წერილი ჟურნალისტებს სააკაშვილის ადვოკატმა გააცნო, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტი „ვივამედის“ კლინიკაში მოინახულა.

„მე მინდა, მივმართო ყველას, ვინც თავს ღირსების მქონე ადამიანად მიიჩნევს, თქვენი ადამიანობის იმედი მაქვს. მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში, რუსეთის ჩათვლით, გინახავთ ასეთი სიველურე და უმსგავსობა? ყველაზე მეტად მეცოდება მედპერსონალი, რომელიც ყაჩაღთა ბანდას აყვანილი ყავს მძევლად და ყველანაირად ატერორებს. მე რაც არ უნდა მომივიდეს, ექიმებს ამაში ყველაზე ნაკლები დანაშაული მიუძღვით და ნურავინ შეეცდება მათ ხელი შეაწმინდონ.

რაც შემეხება მე, შეგიძლიათ განახორციელოთ თქვენი დაანონსებული მკვლელობის გეგმა, მაგრამ გატეხვით ვერ გამტეხავთ“, – წერს სააკაშვილი.