1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ვიდეომასალა წარმოადგენს დამატებით მტკიცებულებას, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არის მძიმე” – მარიამ ჯიშკარიანი
“ვიდეომასალა წარმოადგენს დამატებით მტკიცებულებას, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არის მძიმე” – მარიამ ჯიშკარიანი

“ვიდეომასალა წარმოადგენს დამატებით მტკიცებულებას, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არის მძიმე” – მარიამ ჯიშკარიანი

119
0

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის, განცხადებით, პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ვიდეოკადრებით   მტკიცდება, რომ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა. 

„რატი ბრეგაძის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა, მხოლოდ და მხოლოდ ასახავს ცენტრი „ემპათიას“ დასკვნაში შეფასებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და იგი წარმოადგენს დამატებით მტკიცებულებას, რომ მისი [მიხეილ სააკაშვილის] ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე“, – აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.