1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ვინც როგორც შეძლებს პარლამენტთან 7 საათზე, გმირთა მოედანზე 9 საათზე მაგრამ ყველა ერთად სანთლებით ქაშვეთთან 11 საათზე და ერთად “ქრისტე აღდგა!”-სალომე ზურაბიშვილი
“ვინც როგორც შეძლებს პარლამენტთან 7 საათზე, გმირთა მოედანზე 9 საათზე მაგრამ ყველა ერთად სანთლებით ქაშვეთთან 11 საათზე და ერთად “ქრისტე აღდგა!”-სალომე ზურაბიშვილი

“ვინც როგორც შეძლებს პარლამენტთან 7 საათზე, გმირთა მოედანზე 9 საათზე მაგრამ ყველა ერთად სანთლებით ქაშვეთთან 11 საათზე და ერთად “ქრისტე აღდგა!”-სალომე ზურაბიშვილი

1.04K
0

აღდგომა არის კეთილის, მართლის, ტანჯულის გამარჯვების ღამე! – აღდგება საქართველო კიდევ ერთხელ, მრავალჯერ ტანჯული, შევიწროებული, ჩაგრული, მაგრამ მუდამ გამარჯვებული! – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 23:00 საათზე, სანთლებით ხელში ქაშვეთთან მისვლისკენ მოუწოდებს.

 “აღდგომა არის კეთილის, მართლის, ტანჯულის გამარჯვების ღამე! ჩვენც შევუერთდეთ სინდისის პატიმრების მშობლებს და სოლიდარობა გამოვუცხადოთ. ერთად ვიმყოფებით მართალ ბრძოლაში სიძულვილის, შევიწროების, დაჩაგვრისა და დაშინების წინააღმდეგ.

ვინც როგორც შეძლებს პარლამენტთან 7 საათზე, გმირთა მოედანზე 9 საათზე მაგრამ ყველა ერთად სანთლებით ქაშვეთთან 11 საათზე და ერთად “ქრისტე აღდგა!” 🙏

 და აღდგება საქართველო კიდევ ერთხელ, მრავალჯერ ტანჯული, შევიწროებული, ჩაგრული, მაგრამ მუდამ გამარჯვებული!

ქრისტე აღდგა!” — წერს სალომე ზურაბიშვილი