1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “ვინ აპატიებს ბიძინა ივანიშვილს დიდი მართლმადიდებლური ტაძრის აგებას?!” – იოსებ ჭუმბურიძე
“ვინ აპატიებს ბიძინა ივანიშვილს დიდი მართლმადიდებლური ტაძრის აგებას?!” – იოსებ ჭუმბურიძე

“ვინ აპატიებს ბიძინა ივანიშვილს დიდი მართლმადიდებლური ტაძრის აგებას?!” – იოსებ ჭუმბურიძე

3.10K
0

„ჩვენ აუცილებლად შევალთ ევროპაში, მაგრამ შევალთ რუსთაველით, ილიათი, ბარათაშვილით, გალაკტიონით, ანათი,  ფიროსმანით,  ფალიაშვილით, ანზორ ერქომაიშვილით,  რობერტ სტურუათი…  – წერს სოციალურ ქსელში პროფესორი იოსებ ჭუმბურიძე.

“ვინ აპატიებს ბიძინა ივანიშვილს  დიდი  მართლმადიდებლური ტაძრის აგებას?!

ვინ აპატიებს ირაკლი ღარიბაშვილს იმ ნათქვამს, – ჩემი უფროსი რომელიმე ევროპარლამენტარი კი არა, ქართველი ხალხიაო?!

ვინ აპატიებს ირაკლი კობახიძეს?!

ვინ აპატიებს თეა წულუკიანს?!

ვინ აპატიებს მიხეილ ყაველაშვილს?!

ვინ აპატიებს…

ვინ აპატიებს…

ვინ გვაპატიებს…

***

და რა ვქნათ?!

უსამართლობას თავი დავუღუნოთ?!

ნაცბანდის დემაგოგიას ავყვეთ?!

„ორ გვამზე” მონადირე  კრიმინალებს უნდოდათ ევროპა და დღევანდელ ხელისუფლებას არ სურს?!

***

ჩვენ, ჩვენ, ნორმალურ ქართველებს არ გვინდა ევროპა?!

ვინ ამბობს ამას?!

ის, ვინც ევროპას ყველაზე მეტად დაგვაშორა?!

გადაჭედილი „ყვარყვარეს ციხეებით”, ქუჩაში დახოცილი ახალგაზრდებით, სახურავზე შემოდებული ცხედრებით, „ორ გვამზე” მონადირე მინისტრებით, ყოველგვარი უზნეობის აღზევებით…

***

ჩვენ აუცილებლად შევალთ ევროპაში, მაგრამ შევალთ რუსთაველით, ილიათი, ბარათაშვილით, გალაკტიონით, ანათი,  ფიროსმანით,  ფალიაშვილით, ანზორ ერქომაიშვილით,  რობერტ სტურუათი…

***

ეს უბადრუკებიც იცხოვრებენ იმ ევროპაში.

კი, არ შერცხვებათ, მაგრამ დაე, იყონ და იცხოვრონ,”- წერს იოსებ ჭუმბურიძე.