1. Home
  2. სიახლეები
  3. საზოგადოება
  4. 14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

484
0

ვერძი

ამ დღეს მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება და თამამი იდეების განხორციელება მოგიწევთ. ეცადეთ, საყვარელ ადამიანს დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით გული არ ატკინოთ, თორემ მის რისხვას ვერ გადაურჩებით. ჯილდოს მიიღებთ თუ საყვედურს, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, ასე, რომ არავინ დაადანაშაულოთ.

კურო

ამ დღეს საქმიან შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს უნდა მოერიდოთ. საპირისპირო სქესის წარმომადგენლების ყურადღებას გრძნობთ, მაგრამ ურთიერთიერთობის დაწყება არ გსურთ. ბევრი კურო საბოლოოდ იპოვის იმას, რასაც დიდი ხანია, ეძებს. შესაძლოა, სხვადასხვა ბიზნესგარიგებამ დიდი შემოსავალი მოიტანოთ.

ტყუპები

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. ფრთხილად იყავით პარტნიორის არჩევისას – ეს ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდება და ვეღარაფერს შეცვლით. ნუ აჩქარდებით – რადიკალური ცვლილებებისთვის არახელსაყრელი დღეა.

კირჩხიბი

თუ სწორად იმოქმედებთ, შესაძლოა, პირადი ცხოვრების რომელიღაც მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრა შეძლოთ. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას. ამ დღეს დაგეგმილი შეხვედრები თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო გაუქმდება. ეცადეთ, მეტი წინდახედულობა გამოიჩინოთ, რადგან საყვარელ ადამიანთან თქვენს ურთიერთობას საფრთხე ემუქრება.

ლომი

საუკეთესო დღეა მივლინებაში გამგზავრებისა და საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. ფული, რომელსაც დღეს ასესხებთ, დიდი დაგვიანებით ან საერთოდ არ დაგიბრუნდებათ. ამ დღეს რთული საუბრისგან თავის დაღწევას ვერ შეძლებთ, თუმცა მისი შედეგი თქვენთვის სასარგებლო იქნება. გამორიცხული არ არის ძველი სიყვარულის განახლება.

ქალწული

ამ დღეს პლანეტების განლაგება საქმის ნორმალურ მიმდინარეობას ხელს უშლის. არ არის გამორიცხული, რომ უახლოესმა ადამიანმა იმედი გაგიცრუოთ, თუმცა ეს დღე საშუალებას მოგცემთ, პარტნიორთან შეთანხმებას მიაღწიოთ. ფრთხილად იყავით მანქანის მართვის დროს.

სასწორი

ამ დღეს უმჯობესია დაისვენოთ – თქვენი აქტიურობა და შრომისმოყვარეობა უშედეგოდ ჩაივლის. მთელი ყურადღება საყვარელ ადამიანებისკენ გაქვთ გადატანილი და ზოგჯერ საკუთარი თავი გავიწყდებათ. შესაძლოა, დღის მეორე ნახევარში მეგობრებმა დახმარებისთვის მოგმართონ და იმედი არ გაუცრუოთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა სახელმწიფო ჩინოსნებთან შეხვედრისთვის. ამ დღეს ახალი საქმის დაწყებისგან თავი უნდა შეიკავოთ – უმჯობესია, ხვალამდე მოითმინოთ. თუ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაწუხებთ, ფრთხილად უნდა იყოთ – მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

მშვილდოსანი

ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. სავარაუდოდ, გავლენიანი ადამიანები დაწინაურებაში დაგეხმარებიან. პლანეტები გირჩევენ, დიდი ხნის უნახავი ნათესავები მოინახულოთ.

თხის რქა

თუ ფინანსური მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ, ეს დღე მოგზაურობის ან ოჯახთან ერთად დასვენების დასაწყებად ხელსაყრელია. რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ყველაფერი, რაც ამ დღეს მოხდება, სარგებელს მოგიტანთ. მომგებიანი ბიზნესშეთავაზება გელით, რომელზედაც უარი არ უნდა თქვათ.

მერწყული

ნუ ინერვიულებთ, თუ დახმარების თხოვნაზე სახელმწიფო მოხელეებისგან უარს მიიღებთ. ეცადეთ, მანქანის მართვის დროს მეტი სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ. თუ ეცდებით, შესაძლოა, ახალი და ძალიან მომგებიანი სამსახური იპოვოთ და თამამი პროექტი დაიწყოთ. გამორიცხული არ არის ძველი სიყვარულის განახლება.

თევზები

აქტიური და ნაყოფიერი დღეა. თქვენი აზრები ნათელი და ორგანიზებულია, მეტყველება კი დამაჯერებელი. როგორი მომხიბლავიც არ უნდა ჩანდეს, შეთავაზებაზე დაუფიქრებლად ნუ დათანხმდებით. ამან შეიძლება, უამრავი პრობლემა მოგიტანოთ.