ესტონეთის მთავრობა გადადგა
859
0
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი, ქვეყანაში ახალი სამთავრობო კოალიციის შექმნის მიზნით, გადადგა.
მედიის ინფორმაციით, ის ხვალ პარლამენტის რიგგარეშე სხდომას მოიწვევს, რათა მოითხოვოს მანდატი ახალი სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად კონსერვატიულ პარტია „სამშობლოსა“ და ოპოზიციურ “სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან”.
კალასის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი მთავრობის ფორმირებისთვის, მოქმედი უნდა გადადგეს.
შეგახსენებთ, “ესტონეთის რეფორმის პარტიამ”, პარტია „სამშობლომ“ და “სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ” სამთავრობო კოალიციის შექმნის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. აღნიშნულ სამ პარტიას ესტონეთის 101 ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა ექნება.