1. Home
  2. სიახლეები
  3. მსოფლიო
  4. ვაშინგტონში დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო „ხალხის მარში“ მიმდინარეობს
ვაშინგტონში დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო „ხალხის მარში“ მიმდინარეობს

ვაშინგტონში დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო „ხალხის მარში“ მიმდინარეობს

1.25K
0

ვაშინგტონში დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე „ხალხის მარში“ მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამოდიან.

ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.

ორგანიზატორების თქმით, აქციის მონაწილეები სხვადასხვა მიზეზით იკრიბებიან, თუმცა მათ „ტრამპიზმთან დაპირისპირების“ მიზანი აერთიანებთ.

ორგანიზატორების თქმით, „ხალხის მარში“ აშშ-ის დედაქალაქში სამი სხვადასხვა ლოკაციიდან დაიწყება და ლინკოლნის მემორიალთან გაერთიანდება.

აქციის მონაწილეებს შორის სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების წარმომადგენლები არიან და მათი მოთხოვნები განსხვავებულია.

მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც აკრიტიკებენ დონალდ ტრამპის საიმიგრაციო და კლიმატურ პოლიტიკას, გამოდიან ღაზის სექტორში ომის შეწყვეტის მოთხოვნით და აბორტის უფლების დასაცავად; ასევე აპროტესტებენ დემოკრატიის კუთხით არსებულ პრობლემებს და მილიტარისტულ მიდგომებს; მათ შორის ასევე არიან ლგბტ თემის და ქალების უფლებების დამცველები.

მარშის მონაწილეებს უჭირავთ პლაკატები წარწერით: „დემოკრატიას -კი, ოლიგარქიას -არა“, „უსაფრთხოება მდუმარებაში არ არის“, „სიმართლე მნიშვნელოვანია, უარი ტყუილს“ და სხვა.

დემონსტრანტების ნაწილს ვარდისფერი ქუდები ახურავს, რაც წინა წლების ქალთა მარშის სიმბოლო იყო.