1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “უნდა და­ტო­ვოთ პარ­ლა­მენ­ტი… ეს და­ძა­ბავს სი­ტუ­ა­ცი­ას” – გიორგი მარგვლაშვილი ოპოზიციას
“უნდა და­ტო­ვოთ პარ­ლა­მენ­ტი… ეს და­ძა­ბავს სი­ტუ­ა­ცი­ას” – გიორგი მარგვლაშვილი ოპოზიციას

“უნდა და­ტო­ვოთ პარ­ლა­მენ­ტი… ეს და­ძა­ბავს სი­ტუ­ა­ცი­ას” – გიორგი მარგვლაშვილი ოპოზიციას

534
0

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ოპო­ზი­ცი­ას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს. 

მისი თქმით, ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა იმ ძალის ხელშეწყობაა, რომელსაც ქვეყანა ავტორიტარიზმიდან ტოტალიტარიზმისაკენ მიყავს. 

ყოფილი პრეზიდენტისთვის მიუღებელია დასავლელი პარტნიორების პოზიციაც, რომლებიც ოპოზიციას მმართველ ძალასთან თანამშრომლობისა და არარეალურ “12 პუნქტზე“ მუშაობისკენ მოუწოდებენ. 

“ძალიან სუსტი მდგომარეობა ქართული ოპოზიციის გამოიხატება იმაში, რომ ამ სისტემას, რომელიც მიიღწვის, გააღრმავოს ეს ავტორიტარიზმი და გადაიყვანოს ტოტალიტარიზმში, სისტემას,  რომელმაც ძალიან  მკაფიოდ თქვა უარი საქართველოს ისტორიულ და დასავლურ არჩევანზე, აძლევს “გაპრავების” საშუალებას.  

იგივეს აკეთებენ ჩვენი პარტნიორები, რომლებიც ოპოზიციას ეუბნებიან “იჯექით პარლამენტში, ოღონდ ნუ იქნება დაძაბულობა, და ნუ იქნება არეულობა“,  ეს ელჩები 3-4 წელიწადში წავლენ თავიანთ დემოკრატიულ ქვეყნებში, აქ კი ეს სტაბილურობა გადაიქცევა იმად, რასაც ჩვენ ვხედავთ ქვეყნებში,  სადაც დემოკრატიის სრული ნიველირება ხდება“, – განაცხადა მარგველაშვილმა.  

მისი თქმით, ოპოზიცია უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან და თავი სათქმელი ადამიანებს ქუჩიდან უნდა უთხრას.

„ნე­ბის­მი­ე­რი ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე იტყვის უარს, მო­ახ­დენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლუსტრა­ცი­ას, გა­მო­იყ­ვანს ოპო­ზი­ცი­ას პარ­ლა­მენ­ტი­დან და და­ძა­ბავს სი­ტუ­ა­ცი­ას, არის პო­ზი­ტი­უ­რი და მი­სა­ღე­ბი. უნდა იმოქ­მე­დოთ.

პირ­ველ რიგ­ში, უნდა და­ტო­ვოთ პარ­ლა­მენ­ტი. ეს არ გა­და­წყვეტს სი­ტუ­ა­ცი­ას, მაგ­რამ ეს და­ძა­ბავს სი­ტუ­ა­ცი­ას და მო­ახ­დენს ლუსტრა­ცი­ას. ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი, რომ­ლის­გა­ნაც 24 სა­ა­თი­ან ლან­ძღვას ვი­გებთ ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე, ამ ნა­ბი­ჯში წა­მოგ­ყვე­ბი­ან” – განაცხადა გიორგი  მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა „ტვ პირ­ვე­ლის” ეთერ­ში.