1. Home
  2. TOP სიახლე
  3. 30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

676
0

ვერძი

მოულოდნელად რაღაც სასარგებლოს გაკეთება მოგინდებათ, თანაც იმდენად, რომ გეგმების განხორციელებაში საკუთარი ოჯახის წევრებსაც ჩართავთ. საუკეთესო გადაწყვეტილება სახლის დალაგება იქნება, რა დროსაც ყველა შეძლებს თავისი საქმის პოვნას. ოჯახის წევრები თქვენს ინიციატივას განსაკუთრებული აღფრთოვანების გარეშე, მიიღებენ, თუმცა საყვედურების გარეშე.

კურო

ამ დღეს საქმეს მარტივად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაუმკლავდებით. მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ ყველაზე უბრალო და ჩვეულებრივ საქმიანობაში საინტერესო აქცენტების აღმოჩენა შეგიძლიათ. მშვენიერი დღეა ძველი გეგმების განხორციელებისთვის.

ტყუპები

ამ დღეს დარწმუნდებით, რომ ცხოვრება თამაში არაა და გარშემომყოფები თქვენი მორჩილი თოჯინების როლს არ შეასრულებენ. თუ საღამომდე ადამიანებით მანიპულირების სურვილი არ გაგიქრათ, მინიმუმ, უსიამოვნო საუბარს ვერ ასცდებით.

კირჩხიბი

ეს დღე დადებითი ენერგიით აგავსებთ! თქვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება სიბრძნითა და წინდახედულობით გამოირჩევა. ყველას გასაოცრად, ლამაზად და დამაჯერებლად დაასაბუთებთ ნებისმიერ აზრს, რასაც არ უნდა ეხებოდეს.

ლომი

ამ დღის ენერგია ნებისმიერი საქმისა და წამოწყებისთვის ხელსაყრელია. ცუდი მხოლოდ ისაა, რომ ნებისმიერ წვრილმანზე უზომოდ მტკივნეულად რეაგირებთ. ამის გამო, შეიძლება დაკარგოთ უამრავი შესაძლებლობა, რომელსაც ეს დღე გულუხვად გთავაზობთ. წარმატების გასაღები მარტივია – დაივიწყეთ წვრილმანები და ყურადღება მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვანზე გაამახვილეთ.

ქალწული

ბედი მზადაა, რომ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ყველა შესაძლებლობა შემოგთავაზოთ. ალბათ, არ არსებობს ისეთი სიტუაცია, რომლის მოგვარებასაც თქვენთვის სასარგებლოდ ვერ შეძლებთ. ერთადერთი, რაც შეიძლება ქალწულს ვურჩიოთ, ემოციების კონტროლი და აზარტული თამაშებისგან თავის შეკავებაა.

სასწორი

ამ დღეს ყველაფერი ჩვეულებრივზე ბევრად უფრო მარტივად გამოგივათ. სახლში საკმაოდ პოზიტიური ატმოსფეროა, რადგან გაუგებრობების აღმოფხვრაზე დროულად იზრუნეთ. თუ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში პრობლემები მაინც დაგროვდა, ეს შესანიშნავი დღეა გულახდილი საუბრისა და ყველაფრის გამოსწორებისთვის.

მორიელი

ამ დღეს მორიელისთვის რჩევების მიცემას აზრი არ აქვს – მაინც ყველაფერს თავისებურად გააკეთებს. თუმცა თავად მორიელი რჩევა-დარიგებებს გულუხვად გასცემს. ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა კონფლიქტის განწყობა არ აქვს და მზად არის, ნებისმიერი უთანხმოება მშვიდად მოაგვაროს.

მშვილდოსანი

ყველაფერში, რაც ფულს და გრძნობებს ეხება, თავს სიტუაციის ბატონ-პატრონად გრძნობთ. საკმარისია შინაგანი წონასწორობა შეინარჩუნოთ და ამ დღის მოვლენები მშვენივრად განვითარდება.

თხის რქა

ამ დღეს ყურადღების ცენტრში მოხვედრას ადვილად შეძლებთ. რაც ყველაზე კარგია, ეს ყურადღება ძალიან პოზიტიური იქნება. ბედი შესანიშნავ შანსს მოგცემთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გეგმების განხორციელება დაიწყოთ.

მერწყული

ვიღაც აუცილებლად შეეცდება თქვენით მანიპულირებას, თანაც ამას ისე მოხდენილად გააკეთებს, რომ შეიძლება ვერც კი შეამჩნიოთ. თუ არ გინდათ, რომ მთელი დღე სხვის „დაკრულზე იცეკვოთ“, ეცადეთ, საუბრის დროს სიტყვა “არა” უფრო ხშირად გამოიყენოთ.

თევზები

ეს დღის არ არის ხელსაყრელი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად. ასევე, ნუ ჩაერთვებით თუნდაც უწყინარ კამათში, რადგან შეიძლება ის სერიოზული უთანხმოებით დასრულდეს. ამიტომ, მოდუნდით და დაისვენეთ. ბოლოს და ბოლოს, გაიხსენეთ, რომ კვირა დასვენების დღეა!