“უკრაინაში ომის 6 თვის განმავლობაში, დაახლოებით 9 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა”- უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი
378
0
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის 6 თვის განმავლობაში, დაახლოებით 9 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.
ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.
კიევში გამართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ვალერი ზალუჟნიმ აღნიშნა, რომ უკრაინელ ბავშვებს განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროებათ, რადგან მათი მამები ფრონტზე წავიდნენ და „სავარაუდოდ, იმ 9 000 დაღუპულ გმირს შორის იყვნენ“.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შჭრის დაწყებიდან 3 000-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და დაახლოებით 10 000 დაჭრილია.